უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 ივნისი, 2017 17:40
font-size

აქ უკვე საეკლესიო სამართლის დარღვევასთან გვაქვს საქმე - მეუფე პეტრე ცაავა

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავაა ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის ეპიტემიის დადება კითხვებს ბადებს.

"ტვ პირველის" ეთერში საკითხზე საუბრისას მეუფე პეტრემ საეკლესიო სამართლის დარღვევაზე მიუთითა.

"ჩვენ დღემდე ვისმენდით განცხადებებს, რომ მეუფე დიმიტრის უნდა გადაეწყვიტა მამა გიორგის ზიარების ან მისი უზიარებლობის საკითხი. დღეს უკვე მოვისმინეთ ახალი ვერსია, რაც კითხვის ნიშნებ ბადებს. საეკლესიო სამართლის თანახმად, თუ სასულიერო პირი არ გაურბის, არ მიემალება საეკლესიო კრებას, ან საეკლესიო სასამართლოს, ის ბრალის დამტკიდებამდე ან მის გამართლებამდე რჩება მაზიარებელი. აქ უკვე დარღვევასთან გვაქვს საქმე საეკლესიო სამართლის. რომელი მუხლის მიხედვით აეკრძალა მას და დაედო ეპიტემია უზიარებლობისა, მაშინ ესეც უნდა გამოქვეყნდეს", -აცხადებს მეუფე პეტრე ცაავა.

ცნობისათვის, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფე იაკობისგან ზიარებაზე ეპიტემია აქვს დადებული. ამის შესახებ განცხადება პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა.

„გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტემია აქვს. მეუფე იაკობმა ბრძანა, რომ იმ განცხადებების გამო, რომელიც მან გააკეთა საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით, მეუფე იაკობმა მას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ მღვდელმთავარმა უნდა მოუხსნას“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოკტოველმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ავიაკომპანია „ლოტი“ ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

7 აგვისტო, 2020 , 15:55

პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება: 14 აგვისტო, ვარშავა – თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 2

გერმანიამ საქართველოს 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა

7 აგვისტო, 2020 , 15:35

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა "საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება" შეიმუშავა და ქვეყანას

ბენზინის 252 სინჯიდან დადგენილ ნორმებს მხოლოდ ერთი ნიმუში ვერ აკმაყოფილებს

7 აგვისტო, 2020 , 12:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის მაისში, საქართველოს მასშტაბით, 251 ავტოგასამართი სადგურიდან 252 ერთეული რეგულარის მარკის ბენზინის სა

I ქვეითი ბრიგადის მე -11 ბატალიონი GDRP წინამოსამზადებელ წვრთნებს გადის

7 აგვისტო, 2020 , 12:45

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელ ფაზაში იმყოფება. როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის უწ

ჩემთვის ბათუმი და შავი ზღვა სიხარულია - ქეთი მელუა

7 აგვისტო, 2020 , 12:45

პოპულარული ქართველი მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს. მომღერლის ახალი სიმღერებისთვის ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში ხუთი დღ

კოლეჯ „მერმისში“ ღია კარის დღე გაიმართა

7 აგვისტო, 2020 , 12:45

პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. კოლეჯის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია კოლეჯის პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე