უახლესი ამბები
- 27.05.2022 18:38პრემიერი ოპოზიციას - ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და პასუხი, მოქალაქეებისთვის?
- 27.05.2022 18:30ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში - ირაკლი ღარიბაშვილი
არქივი
რეგიონები


აქტიურად გავაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას; ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცით მოსახლეობისთვის არჩევნებამდე, იქნება შესრულებული - ირაკლი ღარიბაშვილი
დღეს ჩვენ ვსტუმრობთ გურიას. მე ჩამოვედი მინისტრებთან და ადგილობრივ მერებთან ერთად, ვათვალიერებ მიმდინარე სამუშაოებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის აქტიურად გააგრძელებს რეგიონებში სტუმრობას და ყველა ის დაპირება, რომელიც მოსახლეობისთვის არჩევნებამდე გაიცა, იქნება შესრულებული.
„ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ყველა ის სამუშაო, რომელიც დავიწყეთ გასულ წელს. „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში უტარდება რეაბილიტაცია შენობებს, სკვერებს, გალამაზება და განახლება ხდება მთელი ამ ტერიტორიების, შენობებისა და სკვერების, პარკების. ჯამში 20 მლნ ლარი იხარჯება ამ პროექტებზე.
ჩვენ დღეს მოვინახულეთ ახალი აშენებული სკოლა ჩოხატაურში, ოზურგეთში ასევე ახალ სკოლას დავათვალიერებ. მოგეხსენებათ, რომ 800 სკოლის რეაბილიტაცია არის უკვე დაგეგმილი, დავალება მაქვს მიცემული და აქედან, 80 ახალი სკოლა აშენდება, დანარჩენს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის განკუთვნილი.
მე აქტიურად გავაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას. ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცით მოსახლეობისთვის არჩევნებამდე, იქნება შესრულებული და ამას პირადად გავაკონტროლებ. ყველა ჩართულია ამ პროცესში და მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხაშურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
21 მაისი, 2022 , 16:22

პრემიერ-მინისტრმა ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა
21 მაისი, 2022 , 14:11

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში, სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
21 მაისი, 2022 , 13:29
თეა ახვლედიანმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა
20 მაისი, 2022 , 09:58

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება
13 მაისი, 2022 , 11:49

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ქალაქ რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა
13 მაისი, 2022 , 10:19