უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აპრილი, 2025 14:47
font-size

აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 10 პირის მიმართ იკვეთება არასათანადო მოპყრობის შემთხვევები - საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 10 დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისას თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ.

როგორც საია-ში განმარტავენ, ასეთ ფაქტებზე მიუთითეს: საბა სხვიტარიძემ, რევაზ კიკნაძემ, ნიკოლოზ კაციამ, ანატოლი გიგაურმა, დავით ხომერიკმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა, არჩილ მუსელიანციმ, ანასტასია ზინოვკინამ, მზია ამაღლობელმა.

„საია აწარმოებს აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეების მონიტორინგს. ამ საქმეებში ერთ-ერთი შემაშფოთებელი გარემოებაა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, რომლებიც თავისი არსით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს.

საია-ს სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 10 დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. კერძოდ, ასეთ ფაქტებზე მიუთითეს: საბა სხვიტარიძემ, რევაზ კიკნაძემ, ნიკოლოზ კაციამ, ანატოლი გიგაურმა, დავით ხომერიკმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა, არჩილ მუსელიანციმ, ანასტასია ზინოვკინამ, მზია ამაღლობელმა

საბა სვიტარიძემ დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე.

რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას. ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ არასათანადო მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრული განცხადებები არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ იხილეთ ბმულზე.

საკვანძო სიტყვები:

რა დაგხვდებათ საქართველოს ბანკის მობილბანკში − მაისის განახლება

16 მაისი, 2025 , 17:35

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს, რათა მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს.  სწორედ ა

უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთმა 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

16 მაისი, 2025 , 17:30

უკრაინაში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.  გოგუაძე საერთაშორისო ძე

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

16 მაისი, 2025 , 17:22

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდ

PLUS გათამაშება გრძელდება – მოიგეთ 100, 1 000 ან 10 000 ლარი

16 მაისი, 2025 , 15:06

საქართველოს ბანკის PLUS გათამაშება გრძელდება და თუ მასში ახლავე ჩაერთვებით, შესაძლებლობა გექნებათ, გათამაშების ფარგლებში, ნებისმიერი გადახდისას 100, 1 000 ან 10 000 ლარი მოიგოთ. ინფორმაციისთვის, გათამაშება 1 ივნისამდე გრ

Wolt x SOLO - ისარგებლეთ Wolt+ გამოწერის სერვისით უფასოდ 1 წლით

15 მაისი, 2025 , 18:10

SOLO-მ პარტნიორ ფინურ კომპანია ვოლტთან ერთად, მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზება მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, SOLO მომხმარებლები Wolt+-ის  1 წლიანი უფასო გამოწერის სერვისით ისარგებლებენ. შეთავაზების გ

15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის მატება - გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ მდინარის კალაპოტთან გადაადგილებისას -„ჯივიპი“

15 მაისი, 2025 , 15:57

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაიერის“ ინფორმაციით, 15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყა