უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 მარტი, 2017 14:00
font-size

აქციის მონაწილეთა ნაწილის ქცევამ გასცდა შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან და უკანონო და ძალადობრივი სახე მიიღო

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა და სამოქალაქო განვითარების სააგენტომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ბათუმში 11-12 მარტის ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

განცხადებაში წერია, რომ საპატრულო პოლიციამ, რომელიც ადგილზე იყო მობილიზებული, ეფექტურ ზომებს არ მიმართა აქციის დროს მომხდარი არეულობის აღსაკვეთად და ძირითადად თავს იცავდა.

არასამთავრობოების შეფასებით, სამართალდამცავეების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების ქცევას, განცხადების თანახმად, პროტესტი კანონს გასცდა და ვანდალიზმში გადაიზარდა. ხაზს უსვამენ ასევე შეკრებაზე გაჟღერებულ „ეროვნულ, რელიგიურ და კუთხურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის სულისკვეთების მქონე განცხადებებს“ და მოითხოვენ ხელისუფლებისგან, რომ მან სათანადოდ გამოიძიოს ასეთი განწყობების წარმომშობი მიზეზები.

„როგორც გუშინ გამართულ აქციებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, აქციის მონაწილეების ნაწილი რაღაც ეტაპზე შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან გავიდა და მათმა ქცევამ უკანონო და ძალადობრივი ბუნება შეიძინა. მეტიც, დღის ბოლოს შეკრების ადგილზე გამოჩენილი ორგანიზებული ჯგუფები დემონსტრაციულად ჩადიოდნენ ვანდალურ აქტებს და სიტუაციის განზრახ ესკალაციას უწყობდნენ ხელს. ამასთან შეკრების ადგილზე მყოფი პირების მხრიდან საჯაროდ გაჟღერდა ეროვნული, რელიგიური და კუთხურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის სულისკვეთების მქონე განცხადებები. მომხდარზე სიმართლის დადგენის, სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფისა და პროცესის სათანადო პოლიტიკური და სოციალური გააზრებისთვის, არსებითია, სახელმწიფომ გამოიკვლიოს ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფების განზრახვები, მათ შორის, მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობის საკითხი“, - წერია განცხადებაში.

სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარების გარდა, არასამთავრობოები ხელისუფლებას ურჩევენ, გაარკვიოს, იყო თუ არა კანონდარღვევა ადგილობრივი პოლიციის მხრიდან, ასევე „აქციის შესაძლო მართული ხასიათი“. არასამთავრობოები დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე ითხოვენ, დაცული იყოს დაკავებული პირებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

არასამთავრობოები ურჩევენ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ძალადობის პირდაპირი თუ ირიბი წახალისებისა და შუღლის გამომწვევი განცხადებებისგან. მოქალაქეებს კი მოუწოდებენ, დარღვევის შემთხვევაში, მიმართონ შესაბამის უწყებებს.

შეგახსენებთ, 11 მარტს ბათუმში „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მამა-შვილის დაჯარიმებასა და შემდგომში ადმინისტრაციული წესით დაკავებას პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები არაადეკვატურად მაღალ ჯარიმებს აპროტესტებდნენ, ასევე საპატრულო პოლიციის უფროსს ადგილობრივების მიმართ შეუმწყნარებლობაში ადანაშაულებდნენ.

ანა მებურიშვილი

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ