უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 მარტი, 2018 16:20
font-size

არ არის მისაღები საქართველოს მოქალაქის მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა - იანოშ ჰერმანი

მგზავრების უმრავლესობამ შენგენის ზონაში წესების და რეგულაციების სრული დაცვით იმოგზაურა, მხოლოდ ძალიან ცოტამ არ გაითვალისწინა ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი წესები, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

,,ეს წელი იყო წარმატების წელიწადი უვიზო რეჟიმის თვალსაზრისით. ამ სიკეთით საქართველოს 250 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. უვიზო მიმოსვლა ნიშნავს მეტ კონტაქტს, მეტ გადაადგილებას, მეტ გამოცდილებას და ევროპული ცხოვრების წესთან დაახლოებას. გაიზარდა ბიზნეს ურთიერთობების რიცხვი, გაიზარდა კონტაქტები საგანმანათლებლო სფეროში, ეს ყველაფერი კი ნიშნავს წარმატებას და სწორედ ამას ველოდით, სწორედ ამიტომაც ავამოქმედეთ უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი. მგზავრების უმრავლესობამ შენგენის ზონაში წესების და რეგულაციების სრული დაცვით იმოგზაურა, მხოლოდ ძალიან ცოტამ არ გაითვალისწინა ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი წესები, ამიტომ დარღვევებს დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ეს გასაგებიცაა, რადგან ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უვიზო რეჟიმის გამართული მუშაობა. ეს ორივე მხარის ინტერესშია. იყო ასევე, ადამიანების გარკვეული რიცხვი, რომლებმაც მოითხოვეს თავშესაფარი.

უნდა გითხრათ, რომ არ არის მისაღები საქართველოს მოქალაქის მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა, ვინაიდან საქართველო აღიარებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. უვიზოდ მიმოსვლის სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია თავშესაფრის მსურველთა რიცხვის ეტაპობრივი შემცირება, რაც ვიმედოვნებ, რომ უკვე ხორციელდება.

კიდევ ერთი საკითხი ორგანიზებული დანაშაულია, ეს არ არის საკითხი, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების პარალელურად დაიწყო, მაგრამ აუცილებელია მოხდეს პრევენცია. მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც მზა რეცეპტის მიცემა შეუძლია საქართველოს მთავრობისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ეტაპობრივად.

ქართულმა ინსტიტუტებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს და ვაფასებთ ამას. ყურადღების კონცენტრირება ახლა თავშესაფრის მაძიებლებზე და ორგანიზებულ დანაშაულზე უნდა მოხდეს. მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო საინფორმაციო კამპანია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს უვიზოდ მიმოსვლა. რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, აუცილებელია რეგულარული კონტაქტი ყველა დონეზე, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება მოხდეს“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ე.წ. შეჩერების მექანიზმსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მისი აზრით, არც ევროკავშირს და არც საქართველოს ამ მიმართულებით წასვლა არ სურთ.

“არსებობს შეჩერების მექანიზმი და ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული, როდის ხდება მისი გამოყენება. არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენგანს, ევროკავშირს ან საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით წასვლა სურდეს. მე არ ვისაუბრებ ამაზე და აქცენტს გავაკეთებ იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ვითარების გაუმჯობესება. საჭიროა გამოცდილების გაანალიზება და დაფიქსირება, რომ შევინარჩუნოთ პოზიტიური ტენდენცია. საქმე არ ეხება შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, არამედ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მეტ პოზიტივს და დადებით გამოცდილებას შეიძენენ საქართველოს მოქალაქეებისგან. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ უვიზოდ მიმოსვლა გააუმჯობესებს ევროკავშირის იმიჯს საქართველოში და პირიქით. ამაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია უვიზო რეჟიმს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი