უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ოქტომბერი, 2017 11:10
font-size

არ არის სასურველი, რომ წვევამდელი იდგეს ისეთ ადგილას, სადაც მან თავისი გამოცდილების უქონლობით კონფლიქტი გამოიწვიოს - ნოდარ ხარშილაძე

არ არის სასურველი, რომ წვევამდელი იდგეს ისეთ ადგილას, სადაც მან თავისი გამოცდილების უქონლობით კონფლიქტი გამოიწვიოს, - ასე ეხმაურება სამხედრო ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე გუშინ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტს.

სამხედრო ექსპერტის შეფასებით, ოკუპირებულ ზონებთან უსაფრთხოებას გამოცდილი კადრები უნდა იცავდნენ და არა წვევამდელები.

“არ არის სასურველი, რომ წვევამდელი იდგეს ისეთ ადგილას, სადაც მან თავისი გამოცდილების უქონლობით კონფლიქტი გამოიწვიოს. ეს უბედური შემთხვევა რაც მოხდა, ჩვენს შორის მოხდა. იგივე რომ მოხდეს რუს ჯარისკაცთან, ამან შეიძლება გართულებები გამოიწვიოს და ჩვენ ხელისუფლებას რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა ჩაუყაროს წყალში და ამიტომ, კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას მივაქცევთ,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

თავის მხრივ, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე აქცენტს კონფლიქტის ესკალაციის რისკზე აკეთებს და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, სოფელ მუჟავაში მომხდარი შემთხვევა სრულფასოვნად გამოიძიონ.

„გამოძიება უნდა ჩატარდეს, გამოკვლეული იქნას გარემოებები თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა. დაუდევრობას ჰქონდა ადგილი, თამაშს ჰქონდა ადგილი თუ არის ასეთი რამ, ცვლის მომზადების დროს ხდება იარაღის შემოწმება და შესაძლოა, მაშინ მოხდა გასროლა და ანარეკლი ტყვია მოხვდა. უამრავი შემთხვევა შეიძლება იყოს, რაზეც პასუხები მხოლოდ და მხოლოდ გამოძიებამ უნდა გასცეს,“ - აცხადებს საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე.

ცნობისათვის, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან დაღუპული ახალგაზრდა ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან აბაშაში გადაასვენეს. უბედური შემთხვევა სოფელ მუჟავაში გუშინ მოხდა.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი