უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ნოემბერი, 2018 12:45
font-size

არ აწყობდათ, რომ მე გამეთეთრებინა ეს ბიზნესი- ვახტანგ გოძიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

„მე გარწმუნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში აღარ იარსებებს პატარა ჯიხურიც კი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არ იქნება გაკონტროლებული“, - ამის შესახებ განაცხადა კომპანია „ემ ენ ჯორჯიას“ მფლობელმა, ბიზნესმენა ვახტანგ გოძიაშვილმა, რომელმაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბიზნესის წართმევაში დაადანაშაულა.

კომპანია „ემ ენ ჯორჯიამ“ „ჭიათურმანგანუმთან“ ექსკლუზიური ხელშეკრულება 2013 წელს გააფორმა. კომპანიას მადნის უკანონოდ მოპოვება და შავ ბაზარზე რეალიზაცია უნდა აღეკვეთა.

„შესაბამისად, იმ კომპანიებისთვის მომგებიანი იყო. თეთრად, ლეგალურად მიეცემოდათ საშუალება. ამის საშუალება იქ, ადგილზე მყოფ კომპანიებსა და მსხვილ მომპოვებლებს აქამდე არ ჰქონიათ, სანამ ჩვენ არ გამოვჩნდით. ჩვენ შევთავაზეთ ასეთი ტიპის მომსახურება. ათეულ მილიონზე ვსაუბრობთ“, - განუმარტა ბიზნესმენმა „კურიერს“.

კითხვაზე, რატომ არ აწყობდათ ვიღაცეებს, რომ გოძიაშვილს გაეკეთებინა ეს ბიზნესი, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი იყვნენ გარეული.

„არ აწყობდათ, რომ მე გამეთეთრებინა ეს ბიზნესი, ეგ ერთი, ამ თემაში კონკრეტულად ჩაბმული იყო უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი“, - თქვა გოძიაშვილმა.

გოძიაშვილის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მისი ბიზნესის წართმევის სქემას, ივანიშვილის დავალებით უჩა მამაცაშვილი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, უჩა მამაცაშვილს პირადი ინტერესი ჰქონდა, მომგებიანი ბიზნესი ხელში ჩაეგდო. ამ სქემის სისრულეში მოყვანას კი მას მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ეხმარებოდა.

„გახარიას ჩართვა, ასე ვთქვათ, მოხდა ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი პარლამენტის წევრის მეშვეობით „ქართული ოცნებიდან“, რომელმაც გადმომცა უჩა მამაცაშვილის დანაბარები და მომცა გიორგი გახარიას ტელეფონის ნომერი, რომ დავკავშირებოდი მას და ის დამეხმარებოდა ამ სქემების დალაგებაში.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გახარია ალაგებდა. გახარიას დავალებები ჰქონდა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან და უჩა მამაცაშვილისგან ამ სქემების დალაგების.

უჩა მამაცაშვილთან მქონდა კომუნიკაცია, ბიძინა ივანიშვილთან -არა, თუმცა ინფორმაცია მაქვს, რომ პირადად მან მიიღო ჩემი ბიზნესიდან გადაწევის გადაწყვეტილება“, - თქვა გოძიაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი „ჭიათურმანგანუმისა" და "ემ ენ ჯორჯიას" შესახებ ინფორმირებული იყო. ჯერ კიდევ 2013 წელს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხს შეისწავლიდა. ამ თემაზე მაშინ ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარიაც საუბრობდა.

გოძიაშვილმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მილიონობით ზარალი ნახა. მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე ბიზნესმენს ისევ გახარიას პირით შეუთვალეს, რომ საქმეში კიდევ ერთი კომპანია უნდა შეეყვანათ. გოძიაშვილმა უარი თქვა, რადგან ამ შემთხვევაში შავი ფულის გაკონტროლებას ვერ შეძლებდა.

„იმ შემოთავაზებიდან გამომდინარე, რასაც მე მთავაზობდნენ, მე აღარ ვიქნებოდი ლეგალური თეთრი მოთამაშე ბაზარზე, მე უნდა გავსულიყავი.

ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ ეს თემა თავიდან ბოლომდე გაკონტროლებულიყო მათი მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვეღარ გავოკონტროლებდით იმას, გააგრძელებდა მადანი დაკარგვას და ასე ვთქვათ, მოიპარავდა კიდევ ვინმე ამ მადანს თუ არა, შესაბამისად ჩნდებოდა მეორე მოთამაშე ბიზნესში და ამის გაკონტროლება, რომ შეეძლო მას წაეყვანა მთელი რიგი კომპანიები თავისთან. შესაბამისად, თუ ისინი დაიწყებდნენ შავი სქემით მუშაობას, ჩვენ კონკურენციის გაწევას ვეღარ შევძლებდით“, - განმარტა ბიზნესმენმა.

"ჭიათურმანგანუმს," რომელმაც "ემ ენ ჯორჯიასთან" მანამდე ხელშეკრულება გააფორმა, დოკუმენტი გააუქმებინეს. ვახტანგ გოძიაშვილი იძულებული გახდა, "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელთან სატელეფონო საუბარი ჩაეწერა და გაესაჯაროებინა. ვლადიმერ ლოზენსკი სატელეფონო საუბრისას არ მალავს, რომ დავალება ზემოდან მიიღო.

ხელისუფლების ჩარევის შემდეგ კომპანია "ემ ენ ჯორჯია" გაკოტრდა. ზარალის ანაზღაურებაზე ვახტანგ გოძიაშვილი სასამართლოში დავობს.

„ეს მე ტელევიზორით არ მომისმენია ბიზნესზე ზეწოლის შესახებ, ეს მე და ჩემი ოჯახის წევრებმა ჩვენს თავზე ვიწვნიეთ, რას ნიშნავს მთელი სახელმწიფო დაწოლა , ასე ვთქვათ, შენს საქმიანობაზე. ჯერ კიდევ მაშინ განვაცხადე, მივმართე ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ თუ არ იქნებოდა ძალიან მკვეთრი რეაგირება ამ საქმეზე, აბსოლუტურად ყველა ბიზნესს შეეხებოდა და დღესაც ვამბობ იმავეს“, - თქვა გოძიაშვილმა.

ანა მებურიშვილი

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება

28 აპრილი, 2025 , 13:36

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. bm.ge -ის ინფორმაციით, პლანეტის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არც ერთი ქართველი აღარაა. რამ გამოიწვია ბიზნე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდში ცერერას პურის საცხობი აშენდა

28 აპრილი, 2025 , 12:33

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონში მეწარმეობის ხელშეწყობას. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, ზუგდიდში ხორბლის გადამამუშავებელმა საწარმო ცერერამ პურის საცხობი ააშენა. საცხობი თანამედროვე ტე

ალექსანდრე წულაძემ და პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ახალგაზრდებისთვის თემატური ბანაკი გახსნეს

28 აპრილი, 2025 , 08:24

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნეს, რომელიც წელს რვა ნაკადად ჩატარდება

საქართველოს ბანკის აპრილის PLUS შეთავაზებები

25 აპრილი, 2025 , 17:03

საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, მომხმარებლებს სპეციალურ - აპრილის შეთავაზებებს უკეთებს. საქართველოს ბანკის AmEx და PLUS ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი შეთავაზ

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქემ მიიღო

25 აპრილი, 2025 , 16:54

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, 1592 კი შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქეობის მიმღე

აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 10 პირის მიმართ იკვეთება არასათანადო მოპყრობის შემთხვევები - საია

25 აპრილი, 2025 , 14:47

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, აქციების კონტექსტში სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 10 დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისას თუ განყოფილებაში მიმდინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი