უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 თებერვალი, 2017 14:10
font-size

არ გამოვრიცხავ რომ აქ თურქეთია ჩარეული - უჩა ნანუაშვილი შაჰინის სკოლის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი სწავლობს ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერების საქმეს.

უჩა ნანუაშვილი არ გამორიცხავს თურქეთის გავლენას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში.

„არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მცდელობები იყოს, ისევე, როგორც მეზობელ სახელმწიფოებში მსგავს დაწესებულებებებთან დაკავშირებით. შესაძლოა, აქაც ჰქონდეს ადგილი გარკვეულ მცდელობებს, რომ მოახდინონ გავლენა მსგავს ინსტიტუტების დახურვასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველის თქმით, მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არ უნდა აისახოს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.

„მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი. თვეების წინ არაერთხელ იყო საუბარი, მათ შორის განათლების მინისტრის მხრიდან, რომ რეალურად, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოში ხდება, არ უნდა აისახოს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელიც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არიან რეგისტრირებულნი, აქვთ ლიცენზია და მოქმედებენ შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით. საზოგადოებრივი ინტერესი გაცილებით მაღალია და არავის უნდა შეეზღუდოს მსგავსი საქმიანობის უფლება. თუ არის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასაბუთებული", -თქვა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრმა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერა. როგორც განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი უცხოელ და ქართველ მოსწავლეთა ჩარიცხვებთან დაკავშირებული დარღვევები გახდა.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმთან დაკავშირებულია ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის განცხადება, რომ ამ სასწავლო დაწესებულებაში ტერორისტებს ზრდიან.

„ტელეარხ 25“-თან ინტერვიუში თემისქანმა თქვა, რომ სკოლა-ლიცეუმი ფეთჰულა გიულენის „ტერორისტული დაჯგუფების“ ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. გიულენს თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
შემდგომში კონსულმა თავისი განცხადება უარყო.

ანა მებურიშვილი

ვიზრუნებთ, რომ ყველაზე შეჭირვებულ ფენას მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 20:10

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი. თქვენ დღეს ხედავთ როგორც მარნეულში, ისე ბოლნისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, ჩვენი მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მოხალისეები და ბიზნესის წარმომადგენლებ

შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საგანგებო მდგომარეობას ეხება - გიორგი გახარია

30 მარტი, 2020 , 19:48

შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც, სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას, - ამის შესახებ საქ

ხვალ ყველა სანოტარო ბიურო და იუსტიციის სახლი დაიკეტება, გამოქვეყნდება პირობები, რითაც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები გააგრძელებენ მუშაობას

30 მარტი, 2020 , 18:56

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს და ხვალ ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტება. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ დღის ბოლოს გამოქვეყნდება ის თავისებურებები და გ

თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

30 მარტი, 2020 , 18:47

საქართველოში საყოველთაო კარანტინის დაწესებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომ

საერთაშორისო და შიდა სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვები არ ვრცელდება - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 18:35

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს მიღებული შეზღუდვები არც შიდა და არც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მთავრობის ად

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების საქმიანობა დასაშვები იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 18:20

ვაწესებთ დამატებით შეზღუდვებსა და სპეციალურ რეჟიმს ეკონომიკურ საქმიანობაზე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოები, გარკვეული ეკონომიკური აქტივობა,