უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 აპრილი, 2020 12:15
font-size

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე ყველანაირი დასაბუთების გარეშე საუბრები და პოლიტიკური ცეკვები ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა - „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ის რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა აგენერირებს მსგავს კრიზისულ მდგომარეობებში, მოქალაქეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დასახმარებლად, მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენოს.

„ყველას უნდა გვესმოდეს რომ ჩვენი ეკონომიკის შესაძლებლობები შეზღუდულია. უაღრესად დიდი პასუხისმგებლობაა დღეს გუნდსა და ხელისუფლებაზე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მწირი შესაძლებლობები გამოყენებულ იქნას მაქსიმალურად რაციონალურად და სამართლიანად. ჩვენი ამოცანაა, რომ ის რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა აგენერირებს მსგავს კრიზისულ მდგომარეობებში ჩვენი მოქალაქეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დასახმარებლად, მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზუსტ პროგნოზს ვერავინ გვეუბნება რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კრიზისი ერთი კვირა, ერთი თვე, 3 თვე თუ 6. ყველა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას ვალდებულია, რომ გეგმები დასახოს მაქსიმალურად კრიზისის სავარაუდო დროზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და შეიძლება, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ დღეს ეს დახმარება არ არის ან ეს დახმარება მწირია, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ეს არის მთავრობის და ხელისუფლების ძირითადი პასუხისმგებლობა ყველაზე მძიმე და ცუდი სცენარებისთვის, რასაც ვაკეთებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, დაეხმარება თუ არა მთავრობა უშემოსავლოდ დარჩენილ ადამიანებს პრემიერმა ასე უპასუხა:

„ჩვენ ვმუშაობთ და ასეთი დახმარება იქნება მაშინვე, როდესაც ასეთი შესაძლებლობა ექნება ქართულ ეკონომიკას და შესაბამისი მონაცემები გვექნება, როგორც კი ზუსტად დავადგენთ ბიუჯეტს, წყაროებს, დაზარალებული ადამიანების სიებს, ვნახავთ საშემოსავლო გადასახადებში რა შემცირებები და კონკრეტულად ვინ მიიღო პირდაპირი ზარალი, ვინ დაკარგა შემოსავალი,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

18 მარტი, 2024 , 18:29

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 18:24

დღეს, 18 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.  პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა აუდიენცია გაფართოებული შემადგენლობით გამართ

პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს

18 მარტი, 2024 , 17:13

პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, 19 მარტს, სხდომაზე პარლამენტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

18 მარტი, 2024 , 17:04

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 20 თებერვალს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული

ირაკლი კობახიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 15:48

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაცია

საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო

18 მარტი, 2024 , 15:04

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგს თბილისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი