მსოფლიო

არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია, ჩვენი ოპერაციები იმაზეა მიმართული, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ - ვოლოდიმირ ზელენსკი
არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. ყოველთვის ვამბობდი ამას. ჩვენი ოპერაციები იმაზეა მიმართული, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ მაუწყებელ NBC News-თან კურსკის ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.
“არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. ყოველთვის ვამბობდი ამას. ჩვენი ოპერაციები იმაზეა მიმართული, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. არ გვჭირდება მათი ხალხი, სამოქალაქოები, მათი მოქალაქეები. მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმისთვის აგვყავს, რომ ჩვენებზე გავცვალოთ.
ასეთივე დამოკიდებულებაა ტერიტორიასთან. არ გვჭირდება მათი მიწა. არ გვინდა იქ უკრაინული ცხოვრების მიტანა. ამას ვამბობ, ვინაიდან, მესმის, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი და მესმის, თუ რა არის ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა.
უკრაინა სწორედ ასეთი სახელმწიფოა, მაგრამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა უფრო ძლიერები ვიყოთ. ეს ოპერაცია ქვეყანას აძლიერებს. ეს არ ნიშნავს, რომ ერთ ტერიტორიას სხვებზე გავცვლით”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ლავროვმა და რუბიომ ტელეფონით უკრაინაზე ილაპარაკეს
28 აპრილი, 2025 , 10:43
შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინას ტერიტორიის ნაწილის დროებით დათმობა მოუწიოს - ვიტალი კლიჩკო
25 აპრილი, 2025 , 13:30
უკრაინასა და რუსეთს ომის დასრულების გზაჯვარედინი ვაჩვენეთ - მარკო რუბიო
25 აპრილი, 2025 , 11:15

ვლადიმირ, გაჩერდი! - დონალდ ტრამპი
24 აპრილი, 2025 , 18:01
კიევზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის მსხვერპლთა პატივსაცემად 25 აპრილი უკრაინის დედაქალაში გლოვის დღედ გამოცხადდა
24 აპრილი, 2025 , 16:42

ლონდონში უკრაინის ომის გარშემო დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაუქმდა
23 აპრილი, 2025 , 13:38