უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 ნოემბერი, 2018 13:15
font-size

არ მჯერა იმის, რომ ჩვენ შეიძლება დავაძალოთ ვინმეს თანამშრომლობა - ეკონომიკის მინისტრი Vivus-ის უარზე

„ვვარაუდობ, Vivus-ის უარის მიზეზი პორტფელის გამოსყიდვის ფასთან დაკავშირებული მოლაპარაკებაა“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Vivus-ის უარს, ჩაერთოს დავალიანების განულების პროექტში.

მინისტრის თქმით, მთავრობა კომპანიებს ამ პროექტში მონაწილეობას ვერ დააძალებს.

„ჩემი აზრით, თუ რომელიმე ორგანიზაცია ამ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, არ მგონია და არ მჯერა იმის, რომ ჩვენ შეიძლება დავაძალოთ ვინმეს თანამშრომლობა. ეს არის მხოლოდ ნებაყოფლობითი და ნებაყოფლობით შეიძლება მოვიდეს ორგანიზაცია – მე მინდა, მივიღო მონაწილეობა. თუ არ უნდა, ჩვენ ამას ვერ დავაძალებთ იმ ორგანიზაციას, არ გვაქვს ამის უფლება, არც იურიდიული, არც მორალური.

შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, როდესაც ხდება პორტფელის გამოსყიდვა, ხდება მოლაპარაკება, თუ რა ფასად შეიძლება პორტფელი გამოისყიდო. იმ კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არ ვიყავი ჩართული. პრემიერ-მინისტრს მიჰყავს ეს ინიციატივა და ის გაგცემთ პასუხს. მე, პირადად, ეს ინიციატივა არ მიმყავდა და არ ვიყავი ამაში ღრმად ჩართული. მიჭირს, მოგცეთ დამადასტურებელი ფაქტები და განმარტებები“, – განაცხადა ქობულიამ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ახალი ინიციატივა, რომელიც უიმედო ვალების ჩამოწერას გულისხმობს, არ შეეხება ონლაინსესხების კომპანია Vivus-ის კლიენტებს, რადგან კომპანიამ შეთანხმებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, მიკროსაფინანსო კომპანია Vivus.ge-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, ვალების განულების საკითხზე მათ მიერ დასახელებული პირობების ფარგლებში მოლაპარაკება აწარმოოს.

2019 - 2021 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული

23 თებერვალი, 2019 , 16:00

2019 - 2021 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული. ამის შესახებ „მედიანიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ პრე

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუუმჯობესა – „BB“ სტაბილური

23 თებერვალი, 2019 , 12:28

სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. სარეიტინგო კომპანია „

გალტ & თაგარტმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე კონფერენცია გამართა

22 თებერვალი, 2019 , 14:35

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის დარგში მომუშავე კერძო და საჯარო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საფი

„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისშიც“ გაიხსნა

21 თებერვალი, 2019 , 18:28

 „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელი საქართველოში განვითარებას განაგრძობს და მორიგ  რესტორანს სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ხსნის.  „ვენდი“ „გალერეა თბილისში&l

„თიბისი ბანკის“დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს

21 თებერვალი, 2019 , 18:19

საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისი ბანკთან დაკავშირებით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს: “ეროვნული ბანკის საქმიანობა ემსახურება საფინანსო სექტორში ინვესტორთა ინტერესების მაქსიმალურად

ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს

21 თებერვალი, 2019 , 15:50

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპები საკუთარი პრო

ვიდეო გალერეა

მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში