უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 სექტემბერი, 2018 16:00
font-size

არ მგონია, ფინანსთა სამინისტროს ასეთი მოთხოვნა ჰქონოდა როდისმე რომელიმე ბიზნესის მიმართ - ნატო ჩხეიძე (ვიდეო)

იბერია ტვ-ის დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ივანე მაჭავარიანის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ბიზნესმა გადასახადი უნდა გადაიხადოს.

,,რაღა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად სწორი განცხადება და მეც ვიტყვი ამას, რომ გადასახადები უნდა გადაიხადოს ბიზნესმა, მაგრამ ქვეყანაში არსებობს კანონები და ყველანი ვალდებულები ვართ, ბიზნესიც, მთავრობაც, დეპუტატებიც, რომ ამ კანონების მიხედვით ვიმოქმედოთ. კანონი ქვეყანაში არსებობს იმის შესახებ, რომ თუ აქვს რაიმე გადასახადი გადაუხდელი და დაგროვილი სხვადასხვა მიზეზის გამო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე კომპანიას, ამისთვის არსებობს სწორედ კანონით გათვალისწინებული რესტრუქტურიზაცია და ,,ომეგა ჯგუფმა,“ როდესაც ეს თანხა იყო 29 მილიონი და არა - 17, როგორც ამას ფინანსთა მინისტრი ამბობს. არასწორ ციფრებს ამბობენ. ომეგა ჯგუფმა მიმართა, სწორედ კანონით გამსაზღვრული მუხლების გაწერით ფინანსთა სამინისტროს, რომ გრაფიკი გაწერილიყო, რათა გადახდილიყო ეს დავალიანება.

ფინანსთა სამინისტრომ არანაირი ღონისძიებები არ მიიღო ამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ 2 თვის განმავლობაში უნდა განიხილონ და რაღაც პასუხი უთხრან კომპანიას. არ განიხილეს არც ორი თვის და არც წელიწადნახევრის განმავლობაში“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

იბერია ტვ-ს დამფუძნებელმა აქვე აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მთავრობის წევრების მიერ დასახელებული რიცხვი, თითქოს 11-ჯერ გადაუვადდა სახელმწიფომ კომპანიას გადასახადების გადახდა.

,,კომპანიამ მიმართა 5-ჯერ წერილობით, როგორც მე ვიცი, რომ სანამ არ განიხილება გრაფიკი და არ შეთანხმდება გრაფიკი, მანამდე გთხოვთ, რომ არ გამოიყენოთ ყადაღაო. სამინისტრომ აქედან მხოლოდ ერთი გაითვალისწინა, ყადაღა არ გამოიყენა, მაგრამ მეორე რაც კანონით არის განსაზღვრული, რომ იმსჯელოს მიმართულ წერილზე და გრაფიკზე, ეს მაინც არ გააკეთა.

ასე რომ, კი გადასახადები გადახდილ უნდა იქნას, მაგრამ გადახდილ იქნას კანონის მიხედვით და არა ისე, რომ, როდესაც იბარებს ფინანსთა მინისტრი კომპანიის ხელმძღვანელებს და ეუბნება, რომ თქვენ ახლა 2 კვირაში გადაიხდით 20 მილიონსო. ეს არის საერთოდ შეუძლებელი ყველანაირი ბიზნესისთვის “, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ ტვ ,,პირველთან“ საუბარში.

მისი თქმით, ასეთი მოთხოვნა, რომ ,,2 კვირაში გადაიხადეთ 20 მილიონიო, ამას ვერ გააკეთებს ,,მაიკროსოფტიც“ კი, არამცთუ საქართველოში ,,ომეგა ჯგუფი.“

,,არ მგონია, ასეთი მოთხოვნა ჰქონოდა როდისმე რომელიმე ბიზნესის მიმართ ფინანსთა სამინისტროს“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

19 ივლისი, 2019 , 11:44

საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 13-19 ივლისს ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა

საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება

18 ივლისი, 2019 , 14:20

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის ქნესეთისა და პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიის - ლიქუდის წევრები, აგრეთვე, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. 25-კაციან დელეგაციას ქნესეთის მმართველი კოალიციი

თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

18 ივლისი, 2019 , 11:15

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარე

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ბიძინა ი

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

17 ივლისი, 2019 , 12:15

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგი

„ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემატება“ - გიორგი ვაშაძემ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

16 ივლისი, 2019 , 15:30

"ახალი საქართველოს" ლიდერმა, მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიან გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს