უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 იანვარი, 2020 13:10
font-size

არ მიგვაჩნია, რომ მედიკამენტების ვადის გასვლამ რამე გავლენა იქონია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე - ამერიკული ფარმაცევტული კომპანია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხება.

აღნიშნული კომპანია საქართველოს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით, 2015 წლიდან უსასყიდლოდ ამარაგებს.

„საქართველო, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია „გილიადი“ ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს დაწყებიდანვე, 2015 წლიდან. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის დედანს, ასევე ქართულ თარგმანს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ფარმაცევტული კომპანია, საქართველოსთვის გადმოცემული მედიკამენტების ვადის ამოწურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმიანება. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი შემთხვევები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში იშვიათი არ არის, რადგან ხდება საჭიროზე მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფა.

„ჩვენ ვიცით, რომ „გილიადის“ მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 პროცენტს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება, ვიდრე საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რამე გავლენა იქონია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამერიკული კომპანია იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.

„გილიადი“ აქტიურად აგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას საქართველში. ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ ცე ჰეპატიტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ცე ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება? - სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა

9 აპრილი, 2020 , 17:05

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

ეს იმდენად დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:55

ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე მის დამძიმებაზე, ან პირიქით და ვნახოთ როგორ განვითარდება ვითარება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ადამიანების ჯანმრთელობა, - ამის

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:25

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს გეგმაზე ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გე

79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:10

ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში,

მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახ

გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`