უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 იანვარი, 2019 13:50
font-size

არ მინდა, დავიჯერო და ვიფიქრო, რომ ესაა ის ფორმა და გზა, რომლითაც რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა - ეკა ბესელია გია აბაშიძის ბრალდებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია გამოეხმაურა ექსპერტ გია აბაშიძის ბრალდებას, რომლის თანახმად, დეპუტატმა დიდი ოდენობით ქრთამი აიღო „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილისგან. აბაშიძის მტკიცებით, ბესელიას ოქუაშვილის ბიზნესპორბლემები უნდა მოეგვარებინა.

ბესელიამ „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ის გააფრთხილეს მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ.

„ეს იმდენად დიდი აბსურდია და ეს ისეთი სიგიჟეა და ისეთი სამარცხვინო რაღაცაა, რაც გია აბაშიძემ დაწერა, რომ საერთოდ შინაარსში ვერ შევალ, მაგრამ რა არის ამის პოლიტიკური მხარე, ამას ვხდები. ჯერ ეს ერთი, გია აბაშიძე არ არის უცხო ადამიანი, ის პარტიის ოფისში ტრიალებს და შიგნით მუშაობს პიარისა თუ პრესის ჯგუფთან თუ ექსპერტების ჯგუფთან. მე მისგან მიკვირს, ვინ დაავალა ასეთი რამის დაწერა. რაღაც ბმას ვხედავ იმაში, რომ დაახლოებით 2-3 დღის წინ მითხრეს, რომ რაღაცა ტიპის პროვოკაცია მზადდებოდა, უბრალოდ არ ვიცოდი შინაარსი, რაღაც ახსენეს ეს გვარი, და უბრალოდ გამეცინა, იმიტომ რომ პირადად არ ვიცნობ ამ ადამიანს და ჩემი კომენტარები ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკავშირდება ამ ოქუაშვილის გამოსვლებს, იყო ძალიან კრიტიკული მის მიმართ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება.

ბესელიას შეფასებით, აბაშიძეს დაავალეს, დაეწერა კორუფციული გარიგების შესახებ, თუმცა კითხვაზე, ვინ მისცემდა ამ დავალებას, დეპუტატმა უპასუხა, რომ ამას გაარკვევს.

„არ ვიცი, არ ვიცი, ეს უნდა გავარკვიო. ფორმა კომიკურია, სადღაც რაღაცა მოუყვნენ ვაკეში, ძალიან არასერიოზულია. გიასგან მიკვირს , იმიტომ რომ ასე ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მას ასეთ ადამიანად არ ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, ეს დავალებაა. ვინ დაავალა, ამას გავარკვვევ. არ მინდა, დავიჯერო და ვიფიქრო, რომ ესაა ის ფორმა და გზა, რომლითაც რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა“, - აღნიშნა ბესელიამ.

გუშინ გია აბაშიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ბესელიამ ოქუაშვილისგან ქრთამი აიღო კომპანია „ომეგას“ მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. „წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: "ჩეთემ ჰაუსის" ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ კომპრომატების "მასწერ სპორტა"-ს ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი "ომეგას" მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება „ქოცნებას“, - დაწერა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ამის შესახებ მან ვაკის პარკში „სანდო წყაროსგან“ გაიგო.

ექსპერტი გია აბაშიძე, ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. აბაშიძის ინფორმაციით ეკა ბესელიამ დიდი ოდენობით ქრთამი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილსგან აიღო, რათა მისი ბიზნესის პრობლემები მოეგვარებინა და სასამართლოში ლობირება მოეხდინა.

საკვანძო სიტყვები:

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი