უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მაისი, 2018 10:55
font-size

არ მივცეთ უფლება ჩვენს შვილებს, რომ სისხლი დაღვარონ - ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა

„დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რათა ხვალ არ გაგრძელდეს იგივე, ახალგაზრდების მკვლელობა, ჩვენი მომავალი თაობის გაწყვეტა“, – ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ გუშინდელ აქციაზე შეკრებილ ხალხს.

ზაზა სარალიძემ მიმართა აქციის მონაწილეებს, რომ არ დაუშვან ახალგაზრდების სისხლისღვრა.

„დამერწმუნეთ, ჩემი შვილის უკან, ლევან დადუნაშვილის უკან, სხვა ახალგაზრდები დგანან, რომლებიც გამსჭვალულნი არიან შურისძიების სურვილით. არ მივცეთ უფლება ჩვენს შვილებს, რომ სისხლი დაღვარონ. ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ, რომ სამართალმა პური ჭამოს“, – განაცხადა სარალიძემ.

მისივე ინფორმაციით, ექსპერტიზა ადასტურებს, რომ მკვლელობისას ორი დანის გარდა სხვა საგნებიც იყო გამოყენებული.

„დღესაც მორიგი პროცესი ჩატარდა, იქიდან მოვდივარ პირდაპირ, სადაც თვალნათლივ, პირდაპირ და დადასტურებულად, კატეგორიულად დაადასტურეს ექსპერტებმა, რომ ჩემი შვილის სხეულზე არ იყო გამოყენებული მხოლოდ ის ორი დანა, რომლითაც მას ჭრილობები მიაყენეს და არ იყო გამოყენებული მარტო დანები. იყო გამოყენებული სხვა საგნები, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით დამალა. სამხარაულის ექსპერტიზამ ფაქტობრივად გაანადგურა ერთ-ერთი დანა, რომელზეც აღარ შეიძლება ხელმეორედ ექსპერტიზის ჩატარება. მაქსიმალურად ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. როდესაც პროკურორ გუგუშვილს მოთხოვნა წავუყენე, რომ თუ სამართლიანობა არ იზეიმებს, უკაცრავად გამოთქმისთვის, „მალალეტკების“ ომი დაიწყება-თქო, დაიწყოს, არა უშავს, ეგ ჩემი პრობლემა არ არისო“, – განაცხადა სარალიძემ აქციაზე.

ზაზა სარალიძემ შეკრებილებს მადლობა გადაუხადა.

„მე მჯერა თქვენი, მე მჯერა ჩვენი ერთიანობის, რომ მომავალი თაობა ჩვენია და ეს ყოველთვის გვემახსოვრება. დიდი მადლობა ისევ და ისევ. მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ. ძალაინ დიდი მადლობა“, – დასძინა სარალიძემ.

რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ!“ ზაზა სარალიძის ორგანიზებით გაიმართა.

შეკრებილებმა მოითხოვეს, დაისაჯოს ყველა, ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ორგანიზატორები იყო, ასევე მათი მკვლელობის დაფარვის მონაწილეები.

აქციას შეუერთდა პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს ძიუდოისტებმა, რომლებმაც გუშინ მორიგი აქცია გამართეს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მომდევნო დღეს საავადმყოფოში დაიღუპა.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი