უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:17სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ - დავით უსუფაშვილი
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
- 19.03.2024 14:18ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ - ნიკა გვარამია
არქივი
პოლიტიკა
არ მოვიდა გუგავა, მოვიდა გაძვირებული ტარიფები - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დენის ტარიფის თეთრ-ნახევრით გაძვირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტობის შემთხვევაში ის მარეგულირებელ კომისიას დაშლის.
„ვიწყებთ საპრეზიდენტო ბრიფინგებს. ათი თვის განმავლობაში მე მოგახსენებთ, რის გაკეთებას ვაპირებ გაპრეზიდენტებიდან პირველსავე თვეებში. ეს მოხდება, რა თქმა უნდა, თუ ზოგიერთი ჩვენგანი ვერცხლზე არ გაიყიდება. წინასაახალწლოდ ხელისუფლებამ შესანიშნავი მოლოცვა გააკეთა დენისა და წყლის გაძვირებით. შესაბამისად, ივანიშვილი -კალაძის მილიარდებს დაემატა რამდენიმე მილიონი ჩვენგან ამოღებული კაპიკები. გაპრეზიდენტებისთანავე დაუყოვნებლივ დავშლი მარეგულირებელ კომისიას, მაფიას და თავიანთ გადაწყვეტილებებს აი, ასეთ არაადამიანურ გაძვირებებზე გადავახევ თავზე. ასე რომ, მათ შეუძლიათ, ახლავე ეძებონ სამსახური, თუ ასეთს იშოვიან. მაგრამ ასეთს ვერ იშოვიან, იმიტომ რომ 20 ათასი, 25 ათასი ხელფასი აქვთ ჩვენს წამებაში ყოველთვიურად.
არაფერი ახალი არ იყო იმაში, რომ გაძვირება მოხდებოდა. მთელი ზაფხული გუგავამ, პარტიამ, მე გავატარეთ ხელჩართულ ბრძოლაში პატრულთან, სპეცრაზმებთან. გადაწყვეტილების პროექტი გაძვირებაზე ჰქონდათ გამზადებული და არჩევნების შემდეგ, თუ ისინი გაიმარჯვებდნენ, ეს გარდაუვალი იქნებოდა. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ შეასრულა თავისი დაპირება, ერთადერთი დაპირება შეასრულა, არაფერი არ მოუტყუებია და რასაც ამზადებდა, ის განახორციელა წლის ბოლოს.
ვისი ბრალია ეს? იმ 800 000 ჩვენი თანამოქალაქის, რომლებიც დაეწყვნენ არჩევნებზე, წავიდნენ, ხმა მისცეს, წააქეზეს და გაახალისეს არაადამიანური რეჟიმი. არ მოვიდა გუგავა, მოვიდა გაძვირებული ტარიფები და მთელი პასუხისმგებლოპბა ეკისრება იმ ადამიანებს, ვინც არ, ვერ გათვალა, ან იმწუთიერ საშოვარს გადაჰყვა და გადააყოლა ქვეყნის, ხალხის ინტერესები, ვინც არაფერ შუაში არ იყო. პასუხიმსგებლობა ეკისრება იმათაც, ვინც სახლში ზის ქრონიკულად და არ მოდის არჩევნებზე. ჩვენ მაგივრად ქვეყანას სხვა ვერავის უპატრონებს და ვერავინ ვერ დაგვირეგულირებს სამართლიან ტარიფებსა და სოციალურ თანასწორობას ჩვენი ბრძოლის, ჩვენი მონდომების გარეშე.
და რა მოხდა დღეს? დღეს მოხდა ის, რომ კალაძის 20 ჰესიდან მიღებული 3-თეთრიანი ტარიფი ავარდა თითქმის 25-ზე, ივანიშვილს დაეცა ტუზი და მისი ბიტკოინების ქარხანა, რომელიც 11 თეთრად იღებს დენს და გამოიმუშავებს მილიარდებს, დაფინანსდება ჩვენგან ამოღებული თანხებით.
აი, ეს უნდოდათ მათ და ეს მათ შეასრულეს. მათ ეს, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში არ შერჩებათ, ანგარიშსწორება, პასუხისმგებლობა იქნება ძალიან მკაცრი და მრისხანე ხალხისგან, მთავარია, ეს მრისხანება დროზე დადგეს. მთავარია, დროზე გავბრაზდეთ და დროულად შევაჩეროთ კატასროფისკენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავლის, ჩვენი ისტორიის ვარდნა, რა პროცესშიც დღეს ვიმყოფებით“, -თქვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.
ანა მებურიშვილი