უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ივლისი, 2021 16:14
font-size

არ შეესაბამება სიმართლეს, რომ შემოსავლების სამსახური შევიდა ტელეკომპანია „მთავარ არხში` და ატარებს საგადასახადო შემოწმებას - შემოსავლების სამსახური

კონტროლის ღონისძიებების შესახებ, გადამხდელთათვის შეტყობინების გაგზავნა განხორციელდა ერთდროულად, ყველა კომპანიისთვის, შესაბამისი ბრძანების გამოცემისთანავე. ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა თაბაგარმა. მან დეტალურად განმარტა სამაუწყებლო კომპანიების მომსახურე სარეკლამო სააგენტოების გეგმიური საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები.

ზაზა თაბაგარმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახური არ შესულა ტელეკომპანია ,,მთავარ არხში“ და არ განუხორციელებია საგადასახადო შემოწმება.

კამერალური საგადასახადო შემოწმება, სხვა სარეკლამო კომპანიებთან ერთად ხორციელდება, იმ სარეკლამო სააგენტოშიც, რომელიც ,,მთავარი არხის“ გარდა მომსახურებას უწევს სხვა მეწარმე სუბიექტებს. მისი თქმით, პრევენციის მიზნით, აღნიშნულ კომპანიასთან მხოლოდ დისტანციური კომუნიკაცია განხორციელდა.

,,შემოსავლების სამსახურის მიერ, მუდმივად ხორციელდება გადასახადების ეფექტური ადმინისტრირების სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის გადასახადის გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმებები, რომლებიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისათვის გადამხდელთა შერჩევის ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემას. აღნიშნული სისტემა შემოსავლების სამსახურში აპრობირებულია უკვე დიდი ხნის განმავლობაში და მის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ უწყების პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ამ ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით. ეს ქმედებები შემოსავლების სამსახურში წარმოადგენენ ჩვეულებრივ, სტანდარტულ პროცედურებს, რომლებიც ხორციელდება რუტინულად და თანაბრად ვრცელდება ყველა გადასახადის გადამხდელზე, ამაში არანაირი სიახლე არ არის“,- აღნიშნა ზაზა თაბაგარმა.

მისი, განცხადებით, ზემოაღნიშნული მიდგომით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის სარეკლამო სააგენტოებიც.

,,დამატებით კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ, დასახელებული სატელევიზიო კომპანიების მომსახურე სარეკლამო სააგენტოებთანაც მიმდინარეობს იგივე სახის კონტროლის პროცედურა. აღნიშნული პროცედურები დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო და გადამხდელთათვის შეტყობინება გაიგზავნა, შესაბამისი ბრძანების გამოცემისთანავე“,- განაცხადა ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ თავად დაგეგმილი საგადასახადო კონტროლის ღონისძიება წარმოადგენს სტანდარტულ პროცედურას, რომელიც გულისხმობს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე პროცედურის დასრულებას.

აქვე, განმარტავენ, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ითვალისწინებს გადამხდელთან, მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ მოითხოვს გადამხდელის საქმიანობის ადგილზე გასვლას ან რაიმე სახის ქმედების განხორციელებას და მითუმეტეს საქმიანობის რაიმე სახით შეზღუდვას.

ირაკლი ღარიბაშვილი ნარკოტესტის ჩაბარებაზე- გაუგებარია გახარიას რეაქცია, თუმცა სოლიდარობა, რომელიც მას გამოუცხადეს მელიამ და სხვა კანდიდატებმა, რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს

16 სექტემბერი, 2021 , 16:24

გაუგებარია გახარიას რეაქცია, თუმცა სოლიდარობა, რომელიც მას გამოუცხადეს მელიამ და სხვა კანდიდატებმა, რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილავიამშენის&l

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16 სექტემბერი, 2021 , 16:04

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საია გმობს პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დროულად, მიუკერძოებლად და ეფ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

16 სექტემბერი, 2021 , 15:30

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 18-19 სექტემბერს,  დედაენის ბაღში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო წლის დაწყებაა. კერძ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

16 სექტემბერი, 2021 , 15:20

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 14:19 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. პირველადი მონაცემები

ცესკომ და სწავლების ცენტრმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

16 სექტემბერი, 2021 , 15:16

16 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შსს აკადემია)

ცესკო საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16 სექტემბერი, 2021 , 14:26

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს საკონსულტაციო ჯგუფთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამორჩეული იქნება

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი