უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 თებერვალი, 2017 17:30
font-size

არ შეიძლება ეკლესია იყოს ოფშორი, სადაც ბიზნესმენები თავს არიდებენ გადასახადების გადახდას - კონსტანტინე გამსახურდია

„ინტერპარტიული ჯგუფის“ წევრის, კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, ე.წ. „ციანიდის საქმის“ გარშემო შექმნილი ვითარება უნდა დასრულდეს.

„ვერაფერი გავიგეთ, არის მხოლოდ ვარაუდები, კონტურები ღრუბლებშიც არ იკვეთება, რაზეა საუბარი. თუ პროკურატურა ასე გააგრძელებს, ბოლოს ადამიანებს ის შთაბეჭდილება დარჩებათ, რომ მოძღვარს მიჰქონდა სვანური მარილი. ეს ყველაფერი თავიდანვე იყო გასაიდუმლოებული და, ვითომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ახმაურებდნენ. არც საზოგადოება არ ჩააყენეს საქმის კურსში. ადვოკატიც რომ ადვოკატია, ისიც ვერაფერს ამბობს. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს“, - თქვა გამსახურდიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

გამსახურდიას თქმით, „ციანიდის საქმით“ ცდილობენ სხვა საკითხების გადაფარვას.

„პიარეფექტური მასალაა ციანიდი, პიარეფექტურია შორენაც. ამით ხდება ალბათ იმის გადაფარვა, რომ სახელმწიფო ცდილობს, გახსნას ეს სფერო [საპატრიარქო]. და თუ ამას აპირებს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ მეთოდებით გახსნა, გაუგებარი და ბუნდოვანია“, - განაცხადა გამსახურდიამ.

გამსახურდია არ გამორიცხავს, რომ გამოძიების დროს გამოვლინდებიან პატრიარქობის მომავალი კანდიდატები.

„ფაქტობრივად ამან [„ციანიდის საქმემ“] გახსნა საპატრიარქო კამპანია. აქ, ალბათ, რამდენიმე კონკურენტი გამოვა წინა პლანზე, რომელთა ჩამოთვლისგან მე თავს შევიკავებ“, - თქვა გამსახურდიამ.

რაც შეეხება საპატრიარქოში აუდიტის ჩატარების მოთხოვნას, გამსახურდია ამას ემხრობა და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა მიანიჭოს კონკრეტული სტატუსი მართლმადიდებლურ ეკლესიას.

„უპირველეს ყოვლისა, კითხვის ნიშანი არ დგას იმაზე, რომ ეს შეეხება მართლმადიდებლობას, როგორც სახელმწიფო რელიგიას. მართალია, ჩვენ ეს სტატუსი არ გვაქვს საბერძნეთისგან განსხვავებით, სადაც მართლმადიდებლობა პირდაპირაა სახელმწიფო რელიგიად აღიარებული. შესაბამისად, საბერძნეთის ხელისუფლება ფინანსურადაც აკონტროლებს მას, ანუ აუდიტის საშუალებით შედის საბერძნეთის ეკლესიაში. ჩვენთან ეს არ არის. სახელმწიფო არც ინტერესდება იმ თანხებით, რასაც ბიუჯეტი უხდის ეკლესიას. ეს ასე არ უნდა იყოს და უნდა განისაზღვროს კონკრეტული სტატუსი და ახალი ურთიერთობები დამყარდეს, რადგან არ შეიძლება, ეკლესია იყოს ოფშორი, სადაც ბუდობენ ის ბიზნესმენები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას. გონივრული ეჭვიც არსებობს, რომ ბევრია ასეთი ბიზნესმენი, რომლებიც ამოფარებულნი არიან ეკლესიას და სარგებლობენ ცალკეული მეუფის მფარველობით. ამას უნდა მოეღოს ბოლო და კარგს იზამს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, თუ ამას მოუღებენ ბოლოს“, - განაცხადა გამსახურდიამ.

რაც შეეხება ეკლესიის დაფინანსების საკითხს, გამსახურდიამ განაცხადა, რომ ის უნდა დარჩეს, მაგალითად კი შვეიცარულ სისტემას ასახელებს.

„დაფინანსება შეიძლება დარჩეს. მე მომხრე ვარ შვეიცარული მოდელის, სადაც სამღვდელო პირები პირდაპირ სახელმწიფოსგან იღებენ დაფინანსებასაც და ხელფასსაც და ცალკე რელიგიურ გადასახადებსაც იხდიან. და რატომ არ უნდა იყოს ეს საქართველოში?“ - აღნიშმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ანა მებურიშვილი

ვარდების მოედანზე ყველის ფესტივალი გაიმართა

18 ნოემბერი, 2017 , 17:50

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, ვარდების მოედანზე, უკვე ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინ

გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო

18 ნოემბერი, 2017 , 17:50

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დღეს კიდევ ერთხელ გაეცნო

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი მიიღეს

18 ნოემბერი, 2017 , 17:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 179 წვევამდელმა სამხედრო ფიცი მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენ

აზარტული თამაშების თემაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი

18 ნოემბერი, 2017 , 14:55

აზარტული თამაშების თემაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წევრები და რა თქმა უნდა, ეკლესიაც თავის წვლილს შეიტანს ამაში, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ სა

ამ ზღვარგადასული აზარტული თამაშების გამო ადამიანებს ვკარგავთ - სოფო კილაძე

18 ნოემბერი, 2017 , 14:15

ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს ზღვარგადასული აზარტული თამაშების გამო, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ სამების ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს განიხილ

სამწუხაროდ, ჩემი ფიქრები სევდიანია - სანდრა რულოვსი ოჯახურ პრობლემებზე ალაპარაკდა

18 ნოემბერი, 2017 , 13:05

სანდრა რუსლოვი ფეისბუქის პირად გვერდზე მის ოჯახში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს: ,,როცა facebook-ში შევდივარ, მეკითხება ხოლმე: “What’s on your mind, Sandra?” (რაზე ფიქრონ სანდრა?)ბ