უკან

კომენტარი

17 მაისი, 2019 15:35
font-size

არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ - მამუკა ბახტაძე

არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახატძემ ჟურნალისტების კითხვას, ბათუმის საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას ხომ არ ისახავს მიზნად.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ადგილის შერჩევა აჭარის ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაავალა.

„ჩვენ ბათუმელებს ერთი თვის წინ შევპირდით, რომ პროექტს დავიწყებდით. მე დავალება მივეცი ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში მოეძებნათ ადგილი, ის სივრცე, სადაც ამ პროექტის განვითარებას შევძლებდით. ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი?! მაშინ რატომ მისვამთ ამ შეკითხვას?! ერთი თვის წინ არჩევნები იყო? არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ. ჩვენ გვაქვს გაცხადებული სტრატეგია და პრიორიტეტი, ეროვნული იდეა განათლების სახით. ამ იდეის რეალიზაციას ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველვყოფთ, მიუხედავად იმისა, ტარდება თუ არა არჩევნები. რაც შეეხება პროექტის განხორციელების ბიუჯეტს, ძირითადად ეს იქნება ცენტრალური ბიუჯეტის სახსრები. მოგეხსენებათ, ჩვენ განათლების სამინისტროს ვუზრდით ბიუჯეტს; წელს ეს არის 1,6 მილიარდი, მომავალ წელს იქნება 2 მილიარდი, 2021 წელს იქნება 2,5 მილიარდი და 2022 წელს მიაღწევს იმ ნიშნულს, რომელიც არის ბიუჯეტის მეოთხედი, 3,4 მილიარდი ლარი. ეს კანონპროექტი შეტანილია საქართველოს პარლამენტში და იმედია, ძალიან მალე იქნება მიღებული”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი