უახლესი ამბები
- 25.01.2021 10:45საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
- 25.01.2021 10:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
- 25.01.2021 10:45„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს
- 25.01.2021 10:25ანონსი - 25.01.21
- 25.01.2021 10:25დღის კალენდარი - 25 იანვარი
არქივი
კომენტარი


არ შეიძლება ვინმეს ხალხის ძარცვა შერჩეს - გიორგი ვაშაძე
ფული ვინც მოიპარა, უკან უნდა დააბრუნოს, – განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.
ჟურნალისტებმა გიორგი ვაშაძეს სთხოვეს შეეფასებინა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, სადაც იგი ამბობს: “ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოვიტანო, ხომ იცით, რომ გატყუებთ. მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს, ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ . . . მე არასდროს მომიტყუებიხართ, გახსოვთ, როგორ მოვატანინეთ ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გზების უფროსს იუზას”.
გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ასეთ განცხადებას არ იცნობს, თუმცა კორუფციული გზებით ვისაც აქვს ფული ნაძარცვი, სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა დააბრუნონ.
„მე არ ვიცი, რაზე საუბრობს. ერთი რამ ვიცი, რომ კორუფციული გზებით ვისაც აქვს ფული ნაძარცვი ქვეყნიდან, მათ რა თქმა უნდა, სამართლიანი გამოძიებით და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ეს ფული უნდა დააბრუნონ. მაგალითად, ჩვენ პროგრამაში გვაქვს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, უცხოელი მოსამართლეებით, რომლებიც მსგავსი ტიპის საქმეებს განიხილავენ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტიდან მოჭრილი იყოს ეს ყველაფერი. ვინც მოიპარა მოპარული ფული, უკან უნდა დააბრუნოს. ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ყველას, არ შეიძლება, ვინმეს ხალხის ძარცვა შერჩეს. კანონი არსებობს ქვეყანაში, ეს კანონი უნდა აღსრულდეს. დანარჩენი თუ რამე კითხვა გაქვთ მიხეილ სააკაშვილთან, შეგიძლიათ „ფეისბუქზე“ მიწეროთ, დაუსვათ ეს კითხვა, დარწმუნებული ვარ, არ დაგზარდებათ, ყველა კითხვაზე გიპასუხებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
23 იანვარი, 2021 , 17:10

სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას - ანა დოლიძე
21 იანვარი, 2021 , 17:10

სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
20 იანვარი, 2021 , 15:40
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40