უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

9 აგვისტო, 2019 12:20
font-size

არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

„11 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული შეჭრიდან. ასობით ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა და 190 000-მდე მოქალაქეს იძულებით გადაადგილება მოუწია. მრავალი მათგანისთვის კონფლიქტის გავლენა გრძელდება. საარსებო წყაროები აღარ არსებობს, ოჯახები ერთმანეთს დაცილებულია, არ აღდგენილა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და არ დაბრუნებიათ უძრავი ქონება.

გასული 24 საათის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე სოფელში დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი დასრულდება, სოფელი მოწყდება საირიგაციო სისტემას. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნიან მშვიდობასა და სტაბილურობას. როგორც დღევანდელმა ქმედებებმა აჩვენა, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის მშვიდობისა და საკუთრების უფლებას, რუსეთის შეჭრა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია არის გაერო-ს წესდების პრინციპების, ჰელსინკის აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევა“, – განაცხადა მორგან ორტაგუსმა.

მისივე თქმით, აშშ-ი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ე.წ. აღიარება.

„ჩვენ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება.

ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უფლებას, დაუბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებს უსაფრთხოდ, ღირსეულად.

და ბოლოს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მივესალმებით დღეს, როდესაც გავიხსენებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასასრულს“, – აღნიშნა მორგან ორტაგუსმა.

აზერბაიჯანი: კორონავირუსი 191 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი

29 მაისი, 2020 , 12:18

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 125 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა, ორი დაიღუპა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში კორონავირუსით გამოწვეული დაავადება 4 700-ზე მეტ ა

რუსეთი: კორონავირუსის 8 371 ახალი შემთხვევა, 174 გარდაცვლილი

28 მაისი, 2020 , 12:09

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 371 შემთხვევა გამოვლინდა, 174 ადამიანი კი გარდაიცვალა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში გამოვლენილია ახალი ტიპის კორონავირუსის სულ 379 051 შემთხვევა. ვირუსულ დაავადებას

სომხეთი: კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა, 15 გარდაცვლილი

28 მაისი, 2020 , 11:48

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი მაჩენებელია. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 216-ს მიაღწია,

დადგა დრო, ამერიკელმა სამხედროებმა საპოლიციო კონტროლი თავის ქვეყანას გაუწიონ - დონალდ ტრამპი

27 მაისი, 2020 , 17:40

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, დროა, ამერიკელი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ავღანეთში ჩ

სომხეთი: კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა, 7 გარდაცვლილი

27 მაისი, 2020 , 13:00

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ხუთი კოვიდინფიცირებული კი „სხვა მიზეზებით“ დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ბო

რუსეთი: კორონავირუსის 8 338 ახალი შემთხვევა, 161 გარდაცვლილი

27 მაისი, 2020 , 12:49

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 161 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 8 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 370 680 შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუ