უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 თებერვალი, 2017 12:25
font-size

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანური რესურსები ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია - ყირგიზეთის სამთო-მეტალურგიული პროფკავშირის მიმართვა პრეზიდენტს „აზოტში“ მიმდინარე პროცესების შესახებ

ყირგიზეთის რესპუბლიკის სამთო-მეტალურგიული კავშირი განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. წერილში ნათქვამია, რომ პროფკავშირი შეშფოთებულია მუშების მიმართ რუსთავის „აზოტის“ ადმინისტრაციის დამოკიდებულებით.

განცხადებაში წერია, რომ საწარმოს ადმინისტრაციისა და მთავრობის მიერ მოლაპარაკებებზე უარის თქმა „სოციალური უპასუხისმგებლობის მანიშნებელია“.

„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანური რესურსები ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტისადმი მიმართვაში ყურადღება გამახვილებულია პოლიციის მიერ „აზოტის“ გათავისუფლებული მუშების მხარდასაჭერი აქციის დარბევის შესახებ. როგორც განცხადებაში წერია, ამის შედეგად დაშავდნენ მუშები, აქტივისტები და სტუდენტები, ზოგს სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ყირგიზეთის სამთო-მეტალურგიული პროფკავშირი აღნიშნავს, რომ სოლიდარობას უცხადებს „რუსთავის აზოტის პროფკავშირს“, „საქართველოს პროფკავშირთა ასოციაციასა“ და საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების მოთხოვნას და მზადყოფნას აცხადებს, რომ საერთაშორისო საპროტესტო აქციებში მიიღოს მონაწილეობა.

ეს არაა პირველი მიმართვა პრეზიდენტისადმი საერთაშორისო პროფკავშირების მხრიდან. მანამდე რუსთავის „აზოტის“ გათავისუფლებულ მუშებს მხარდაჭერა გამოუცხადეს პროფკავშირთა გლობალურმა ფედერაციამ IndustriALL Global Union -მა და მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიულმა ფედერაციამ.

ანა მებურიშვილი

28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

19 ოქტომბერი, 2018 , 18:13

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშ

კახა კალაძემ ოპონენტებს მოუწოდა, თბილისის სატრანსპორტო სტრატეგიას გაეცნონ და ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ

19 ოქტომბერი, 2018 , 17:50

თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში, კომპანია MAN-ის კლიენტთა მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების დიზაინისა და ფერების შერჩევა ხდება. თბილისის მერმა MAN-ის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა და საზოგადოებას ავ

ყიფიანის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება

19 ოქტომბერი, 2018 , 17:50

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს მშენებელი კომპანიის მიერ ხელახლა დაქირავებული კონსტრუქტორ-გეოლოგებისა და მოსახლეობის მიერ მოწვეული ექსპერტის დასკვნებს

ვითიბი ბანკის თასზე საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში ჩატარდა

19 ოქტომბერი, 2018 , 17:10

13 -დან 16 ოქტომბრამდე თბილისში ვითიბი ბანკის თასზე, სპორტულ ტანვარჯიშში, საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. საქართველო აღნიშნულ ტურნირში ვაჟთა ორი და გოგონათა ორი გუნდით მონაწილეობდა, რომლებიც მთლიანად საქართველოს ნაკრების წ

საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ორგანიზებით სოციალური საწარმოების დაფინანსების კონკურსზე ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრას 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ესწრებოდა.&nb

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`