პოლიტიკა
არ უნდა მივცეთ უფლება რუსეთს, რომ საქართველოსა და უკრაინაზე გავლენა იქონიოს - სლოვაკეთის პრეზიდენტი
სლოვაკეთის პრეზიდენტის, ანდრეი კისკას განცხადებით, ნატო-მ უნდა აჩვენოს საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობას, რომ მათი ნდობა და იმედი აქვს.
„ჩვენ დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან. ვფიქრობ, ჩვენ ამ ორ ქვეყანას, ამ ორი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ვაჩვენოთ, რომ გჯერა, მათი იმედი და ნდობა გვაქვს. მათ უნდა გააგრძელონ რეფორმები. განსაკუთრებით რთული სიტუაცია უკრაინაშია. ისინი ატარებენ რეფორმებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში თან ომია“, – განაცხადა კისკამ.
კისკამ აღნიშნა, რომ ალიანსმა არ უნდა მისცეს რუსეთს საშუალება, რომ თავისი პროპაგანდით საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობაზე ზეგავლენა მოახდინოს.
„მოსახლეობამ უნდა ნახოს სინათლე გვირაბის ბოლოს. თუ ჩვენ მათ არ მივცემთ ძლიერ სიგნალს, რომ ნატო-ში ველოდებით, მაშინ ეს ხალხის იმედგაცრუებას გამოიწვევს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული პროპაგანდა ძალიან ძლიერია. არ უნდა მივცეთ უფლება რუსეთს, რომ ამ ქვეყნებზე გავლენა იქონიოს“, -აღნიშნა კისკამ.
სლოვაკეთის პრეზიდენტის თქმით, ორივე ქვეყნის მოსახლეობა „იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და დახმარებას“.
გუშინ ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე ალიანსის 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა სამიტის დეკლარაცია მიიღეს. ტექსტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. დეკლარაციის 65-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ნატო ერთგულია ღია კარის პოლიტიკისა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

