უახლესი ამბები
- 25.01.2021 11:20რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს - გიორგი ფხაკაძე შეზღუდვებზე
- 25.01.2021 10:45საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
- 25.01.2021 10:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
- 25.01.2021 10:45„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს
- 25.01.2021 10:25ანონსი - 25.01.21
- 25.01.2021 10:25დღის კალენდარი - 25 იანვარი
არქივი
ეკონომიკა


არ უნდა მოხდეს დაფინანსება ისეთ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ ახერხებს გადახდას - კობა გვენეტაძე
საფინანსო ორგანიზაციებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რა შემთხვევაში გასცემენ სესხს, ოღონდ შესაბამისი პრინციპის დაცვით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, არ უნდა მოხდეს დაფინანსება ისეთ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ ახერხებს გადახდას, ან აღებული სესხი მნიშვნელოვნად აუარესებს მის ეკონომიკურ მდგომარეობას.
„ორი რამ უნდა განვასხვავოთ, ვალების განულების შემდეგ, ეს ადამიანები რამდენად მალე მიიღებენ ფინანსურ რესურსებს და რამდენად მალე შეძლებენ ისინი სამუშაო ძალაში გადასვლას. რამდენად მალე მიიღებენ ისინი ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ეს დამოკიდებული იქნება ფინანსურ ინსტიტუტებზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ უკვე დავიწყეთ პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების განხორციელება. პირველი იანვრიდან შევა ძალაში დებულება, რომელიც კიდევ უფრო განმარტავს პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპებს და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს მოეთხოვებათ, რომ დაიცვან ის პირობები, რომელიც მასში იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა მოხდეს დაფინანსება ისეთ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ ახერხებს გადახდას, ან კიდევ თუ აღებული სესხი მნიშვნელოვნად აუარესებს მის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასე, რომ გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, სიფრთხილე გამოჩენილი იქნება, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ ის პიროვნებები, რომლებიც ე.წ. შავ სიაში იყვნენ, ისინი ვერ ახერხებდნენ ოფიციალური სამსახურის დაწყებას, რადგანაც მათი შემოსავლის დიდი ნაწილი მიემართებოდა სესხების დასაფარად, რომელიც კიდევ უფრო იზრდებოდა ჯარიმებისა და საურავების გამო და ამ ხალხს უკვე ნამდვილად ექნება შესაძლებლობა, ოფიციალურად დაიწყონ მუშაობა. ვფიქრობ, რომ ესეც დამატებითი სტიმულია მათთვის”, - განაცხადა გვენეტაძემ.
საკვანძო სიტყვები:

მიწა არ უნდა იყიდებოდეს, განათლება უნდა ფინანსდებოდეს - ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან
23 იანვარი, 2021 , 12:22

ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
22 იანვარი, 2021 , 18:21

ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
22 იანვარი, 2021 , 16:10

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა
22 იანვარი, 2021 , 12:20

ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდია 15 ლარამდე გაიზარდა
22 იანვარი, 2021 , 12:20
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში` პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ
21 იანვარი, 2021 , 12:35