უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

8 ივლისი, 2019 12:31
font-size

არ უნდა უპასუხოს ჩვენმა სახელმწიფომ ჟურნალისტის ამ ხულიგნურ საქციელს - კალაშნიკოვი

რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ქართველი ჟურნალისტის გინების გამო რეაგირება არ არის საჭირო. ეს იყო ხულიგნური საქციელი, რომელმაც მხოლოდ წამყვანის უკულტურობა აჩვენა, – „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის წევრმა სერგეი კალაშნიკოვმა განაცხადა.

„არ უნდა უპასუხოს ჩვენმა სახელმწიფომ ჟურნალისტის ამ ხულიგნურ საქციელს. მის მიმართ რაღაც ზომების განხილვა არ არის საჭირო. ამაზე რეაგირება ნიშნავს მის დონეზე დაშვებას“, – ამბობს კალაშნიკოვი.

სენატორმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი გამოთქმების უფლება თავს მისცა წამყვანმა საავტორო გადაცემაში არა რუსულ, არამედ ქართულ ტელევიზიაში.

„ჩვენ ცოტა მტკივნეულად ვრეაგირებთ იმაზე, რომ ვიღაცამ ჩვენ ალმაცერად გადმოგვხედა, ან რომ ვიღაც იგინება. ეს მხოლოდ ამ პირების უკულტურობას აჩვენებს, მეტს არაფერს. მაგრამ ამის გამო მთვარე დედამიწას არ დასცემია“, – განაცხადა რუსმა სენატორმა სერგეი კალაშნიკოვმა.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა.

აშშ მომავალშიც გამოაშკარავებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს - ეუთოში აშშ-ს ელჩი

6 სექტემბერი, 2019 , 15:40

ეუთოში მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენ

საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა, კელი დეგნანის კანდიდატურა დასახელდეს

4 სექტემბერი, 2019 , 11:10

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა, კელი დეგნანის კანდიდატურა დაასახელოს. ვებგვერდ publicpool.kinja.com ინფორმაციით, ამის შე

ელენე აგლაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

31 აგვისტო, 2019 , 10:30

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში, პოლონეთის წარმომადგენლობის შემაჯამებელი ბრიფინგის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუ

ფლორიდის შტატს ქარიშხალი „დორიანი“ უახლოვდება - აშშ-ში საქართველოს საელჩო დიასპორას აფრთხილებს

30 აგვისტო, 2019 , 10:35

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს ქარიშხალ „დორიანთან“ დაკავშირებით აფრთხილებს. საელჩო მოქალაქეებს ურჩევს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. „დიასპო

პუტინის დიდ შვიდიანში დაბრუნება დაუშვებელია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა -ამერიკელი სენატორები

29 აგვისტო, 2019 , 16:08

ამერიკელი სენატორები რუსეთის დიდ შვიდიანში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ ნათქვამია საჯარო წერილში, რომლითაც კანონმდებლებმა დონალდ ტრამპს მიმართეს. მათი თქმით, დიდი შვიდიანის დანიშნულება არის „დემოკრა

ვარშავაში, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია ქართველ მეცნიერს მიენიჭა

26 აგვისტო, 2019 , 13:00

ვარშავის უნივერსიტეტში, წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ, ქართველ მეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს თამილა მგალობლიშვილს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს