უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ოქტომბერი, 2018 16:25
font-size

არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 %-ს კი არა, 70 %-ს ავიღებ - სალომე ზურაბიშვილი „ქართუდან“ აღებულ სესხზე

„არ ვაპირებ ვალის პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 %-ს კი არა, 70 %-ს ავიღებ“,– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მირ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ბანკი „ქართუდან“ სესხის აღების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

„არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 %-ს კი არა, 70 %-ს ავიღებ. დამოუკიდებელი ვარ, ბანკი „ქართუ“ დამოუკიდებელია და სესხი ჩემით ავიღე. ამ სესხის პროცენტებსაც არ გადავიხდი, რადგან მივიღებ ბევრად მეტს, ვიდრე ის 10 პროცენტი“,-აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა კომერციული ბანკი „ქართუდან“, მილიონი ლარი ისესხა. შესაბამისი ინფორმაცია კანდიდატის ფინანსურ ანგარიშგებაშია მითითებული, რომელიც აუდიტის სამსახურის საიტზე გამოქვეყნდა და 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1 000 000 ლარის მიღების უფლება აქვს – არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.

კანონმდებლობის ამ მუხლით 2016 წელს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ისარგებლა, რომელმაც მილიონი ლარი ბანკი „ქართუსგან“ ისესხა.

სალომე ზურაბიშვილის კამპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კანდიდატის საარჩევნო ფონდიდან 1.89 მილიონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის 1.43 მილიონი – რეკლამაზე. 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის პერიოდში პრეზიდენტობის კანდიდატმა 1.087 მილიონი ლარის ფულადი შემოწირულობაც მიიღო.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი