უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივნისი, 2020 16:35
font-size

არ ვაპირებ თავი მოვატყუებინო და ჭკუაში მოგვიგოს ბიძინა ივანიშვილმა იმით, რომ საფრთხობელად უნდა მუდმივად გამოიყენოს სააკაშვილის დაბრუნება - ნინო ბურჯანაძე

"არ არის გამორიცხული, რომ ყველა ოლქში შეთანხმება ვერ შედგეს და ჩვენც ყველა ოლქში არ დავუჭიროთ მხარი კანდიდატურებს, მაგრამ ესეც არ არის კატასტროფა,” - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია მრავალპარტიული პარლამენტის მიღწევა და დასრულება იმ პრაქტიკისა, რომელიც, მისი სიტყვებით, გულისხმობს რომელიმე ერთი პარტიის მიერ ხელისუფლების უზურპაციას.

"არ არის გამორიცხული, რომ ყველა ოლქში შეთანხმება ვერ შედგეს და ჩვენც ყველა ოლქში არ დავუჭიროთ მხარი კანდიდატურებს, მაგრამ ესეც არ არის კატასტროფა. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს დაუჭერთ მხარს, ეს განცხადება შეიძლება ნიშნავდეს, რომ, პირობითად, ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" ისეთ კანდიდატს, როგორიც არის ნიკა მელია დავუჭიროთ მხარი, ასევე, შეიძლება „ლელოს“ კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი.

ასე რომ, "ქართულმა ოცნებამ" დაანებოს თავი ამ მცდელობას, რომ ყველა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებლად გამოგვაცხადოს, მე არავითარ შემთხვევაში არ მივცემ არავის იმის უფლებას, რომ ტყვედ ამიყვანოს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ არამარტო მე, არამედ მთელი საქართველო აიყვანოს ტყვედ და ვიყოთ ამ ტყვეობაში არჩევნების დროს - ბიძინა თუ მიშა, "ნაციონალური მოძრაობა" თუ "ქართული ოცნება."

თუ ჩვენ ახლა, ოპოზიციური ერთობით არ გავარღვიეთ ეს წრე, რომელიც მრავალპარტიულ პარლამენტს მოგვიტანს და არა რომელიმე პარტიის უზურპაციას, თუ ეს არ დავარღვიეთ, რასაც ჰქვია ბიძინა თუ მიშა, 2024-სა და მომდევნო წლებში ისევ იმავე წრეზე ვიქნებით.

არ ვაპირებ თავი მოვატყუებინო და ჭკუაში მოგვიგოს ბიძინა ივანიშვილმა იმით, რომ საფრთხობელად უნდა მუდმივად გამოიყენოს სააკაშვილის დაბრუნება,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შიდა მტრები ცდილობენ, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ - ირაკლი სესიაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

„როგორც ჩანს, კონგრესმენების მხრიდან ლობიზმი გრძელდება. ეს არ ავნებს და ვერ შეაფერხებს იმ სერიოზულ თანამშრომლობას, რაც საქართველო-ამერიკას შორის არის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კ

გპირდებით, მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე - მიხეილ სააკაშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:00

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, მოწონს ეს ვიღაცას, თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,

გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში - სალომე სამადაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

"გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითებს, რა უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში,"- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს რამდენიმე განმარტება დაემატა

9 ივლისი, 2020 , 12:58

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტ

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა

9 ივლისი, 2020 , 11:55

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა

8 ივლისი, 2020 , 16:25

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე