უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივნისი, 2017 15:05
font-size

არ ვფიქრობ და არ მჯერა რომ მათ რაიმე „ჩაუდეს“ - დავით სერგეენკო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ რეპერების საქმეს გამოეხმაურა.

სერგეენკო არ ფიქრობს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებაზე, მუსიკოსების გათავისუფლების შესახებ , რომელიმე პირის განცხადებას მოეხდინა გავლენა. მინისტრი გამორიცხავს ვერსიას, რომ რეპერებს ნარკოტიკები ჩაუდეს.

„არ ვფიქრობ და არ მჯერა, რომ მათ რაიმე „ჩაუდეს“. მე არ ვფიქრობ, რომ პროკურატურაზე ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა რაიმე განცხადებას. პროკურატურას თავისი ცალსახად განსაზღვრული მოქმედების პროტოკოლი აქვს. ვფიქრობ, გამოძიებამ და სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩემი პირადი აზრია, რომ მე ალბათ, ნაკლებად უნდა ჩავერიო მათი მუშაობის პროტოკოლში”, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ივნისს დააკავეს. 9 ივნისს საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯგუფის წევრების თქმით, მათი დაკავების მიზეზი გახდა კლიპი „tsl shavi zeda“, სადაც პოლიციელი იყო გაშარჟებული.

გუშინ კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრი გიორგი ქებურია 20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ასევე გაათავისუფლეს ჯგუფის მეორე წევრი, მიშკა მგალობლიშვილი. მას 50 000-ლარიანი გირაო (უძრავი ქონების გარანტიით) აქვს შეფარდებული.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ეს მებრძოლი ხალხი „ბოკერია-ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა - თაკო ჩარკვიანი

27 თებერვალი, 2021 , 12:39

ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი, „ბოკერია- ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა ,– ამის შესახებ „კანონი და სამართლის&l

ლევან დავითაშვილი საქართველოში ნორვეგიის ელჩს ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა

27 თებერვალი, 2021 , 11:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ნორვეგიის ელჩს ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეე

როგორია მომდევნო აქციების გეგმა

26 თებერვალი, 2021 , 15:50

პარლამენტის წინ, ოპოზიციის აქციაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ, მოსახლეობას მომდევნო აქციების გეგმა გააცნო. ოპოზიცია მარტის თვეში რამდენიმე აქციას, მათ შორის კანცელარიის პიკეტს და პარლამენტი

„ქართული ოცნების“ თავზე თავისუფალი სამყაროს პროტესტის ზვავია“ - აქციაზე ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება წაიკითხეს

26 თებერვალი, 2021 , 15:50

ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით მიმდინარე „თავისუფლების მარშის“ აქციაზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება გააცნო. როგორც განცხადებაშია

“ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა “ - ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

26 თებერვალი, 2021 , 15:17

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს. წერილი აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააცნო. „მოგესალმებით თანამებ

ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა - პროკურატურამ „ყინწვისის საქმეზე“ კიდევ 12 ყოფილი მსჯავრდებულის განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო - პროკურატურა

26 თებერვალი, 2021 , 14:30

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე