უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 აგვისტო, 2020 11:30
font-size

არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში - ვანო მერაბიშვილი

არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშველოვანესი არჩევნები. ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს „ქართული ოცნება“, რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა, არამედ, გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ, საერთო ეროვნული მიზანი დავაყენოთ საკუთარ კარიერაზე, პირად ამბიციებზე მაღლა, ვიბრძოლოთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის.

დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება.

განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი.

ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს მხოლოდ ზოგად მოწოდებად, მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის”, - წერს მერაბიშვილი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა და შეთანხმება - დავით ბაქრაძე

22 სექტემბერი, 2020 , 14:15

ვერავინ ვერაფერს ვერ აიძულებს „ევროპულ საქართველოს“. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ჩვენ ვართ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და

“ეს არის ის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ ღვარძლიანი და ბოღმიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი”- „ევროპული საქართველო“ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს

22 სექტემბერი, 2020 , 12:20

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს უწ

რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისთვის? - რომან გოცირიძე

21 სექტემბერი, 2020 , 17:15

“რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისთვის? თუ ეს არ იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კოალიციის შექმნა, აბა, ივანიშვილს ხომ არ დავტოვებთ ხელისუფლებაში?“,    &nb

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი მისი მძიმე წარსულია - არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი, 2020 , 17:15

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი მისი მძიმე წარსულია და ამას ვერანაირი ბოდიში ვერ უშველის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქ

ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები - მიხეილ სააკაშვილი

21 სექტემბერი, 2020 , 16:53

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიმართავს. „მინდა, მივმართო კო

უნდა შეიცვალოს ნაცების მიერ შემუშავებული საარსებო მინიმუმი - ბექა ნაცვლიშვილი

21 სექტემბერი, 2020 , 16:25

შესაძლებელია უფრო მაღალი პენსიების გაცემა, შესაძლებელია მაღალი შემწეობის გაცემა და ერთხელ და სამუდამოდ აუცილებელია მინიმალური ხელფასის დაწესება, რომელიც საარსებო მინიმუმზე მეტი იქნება. ჩვენი და მეცნიერების გათვლით, საარს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.