უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 სექტემბერი, 2018 13:35
font-size

არ ვისურვებდი ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ - რომან კაკულია ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია აცხადებს, რომ ის არ ისურვებდა იყოს ისეთის გუნდის წევრი, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ზეწოლას ახორციელებენ.

კაკულია ტელეკომპანია "იბერიას" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და იმ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების სახელით ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება.

"საკმაოდ შემაშფოთებელია ის ტექსტები, რომელიც ისმის. ჩვენ ვერ შევქმენით სამართლის და სასამართლოს ის ხარისხი ამ ქვეყანაში, როდესაც ძალიან მაღალი ხარისხის ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაველოდოთ სასამართლოს და სასამართლო იტყვის რა არის აქ მთავარი გამოწვევა.

და ეს არ არის ის მოლოდინი, რაც ქართველ ხალხს ჰქონდა "ოცნების" მიმართ, ეს ყველაფერი თუ ხდებოდა იმ დროს როდესაც "ქართული ოცნება" იყო ხელისუფლებაში. ჩვენი მთავარი გამოწვევა საზოგადოების წინაშე ეს გახლავთ. ამიტომ ჩვენს ინტერესებში შედის სიმართლის დადგენა.

არ გამოვრიცხავ არაფერს და კონკრეტულ ფრაზებს არ მოვიგონებ, რომ გავალამაზო ეს სიტუაცია. თუმცა პირდაპირ ვერც ვერავის დავადანაშაულებ.

მე ნამდვილად არ ვისურვებდი ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოიკვეთება სიმართლე, რომელიც იქნება სასარგებლოდ ჩვენი გუნდის და მე ამას ველოდები და სურვილი მაქვს ასე დამთავრდეს ეს ყველაფერი, " - განაცხადა რომან კაკულიამ.

ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდა ხელისუფლების მხრიდან ამორალური დამოკიდებულებაა საკითხისადმი - სერგი კაპანაძე

2 დეკემბერი, 2020 , 16:44

„ხელისუფლება აჩვენებს, რომ საერთოდ არანაირი ხედვა არ აქვთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე. „ხელისუფლე

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აქციები კვლავ იმართება - ეკატერინე ტიკარაძე

30 ნოემბერი, 2020 , 15:00

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობის ნომერ პირველი ამოცანა ადამიანების სიცოცხლის დაცვაა. "გამომდინარე იქიდან, რომ დღე

პოლიტიკური პროცესიც პანდემიის მართვას უნდა ემორჩილებოდეს - ამირან გამყრელიძე

30 ნოემბერი, 2020 , 14:30

დღეს ჩვენ, ყველა, მათ შორის პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, სერიოზული პანდემიის წინაშეა მთელი მსოფლიო, სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში ინფიცირების, – ამის შესახებ

კარტოგრაფები არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან - ელენე ხოშტარია

30 ნოემბერი, 2020 , 12:50

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულების, ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იმყოფებიან. "ე

კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია - ზურაბ აბაშიძე

28 ნოემბერი, 2020 , 16:25

2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა; ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი

`ქამრების შემოჭერა`, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს მთავრობამ და საჯარო სამსახურმა - სერგი კაპანაძე

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკრი მდგომარეობაა „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს.