უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 თებერვალი, 2018 14:20
font-size

არ ვიცი, პრეზიდენტი ვისთან თანამშრომლობით ფიქრობს შედეგის მიღებას - გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს.

ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტისა და ოპოზიციური სპექტრიდან რომელიმესთან თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავს.

”ასეთი შეთავაზება თავისთავად კარგია, რადგან პრეზიდენტს აქვს გარკვეული რესურსი, თუმცა წმინდა პოლიტიკურად ამ პერსპექტივას სკეპტიკურად ვუყურებ. ოპოზიცია შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. ერთი არის ”ნაციონალური მოძრაობის” ნამსხვრევები, რომელთან თანამშრომლობაც პრეზიდენტისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება მისი წარსულიდან გამომდინარე. ”ნაციონალური მოძრაობის” ეს ორი ნაწილი ერთმანეთთანაც დაპირისპირებულები არიან. ოპოზიციის მეორე ნაწილი არის ე.წ. ნეიტრალიტეტის მომხრე ანუ დასავლური ვექტორის მიმართ სკეპტიკურად მაყურებელი ნაწილი და მათთან თანამშრომლობა პრეზიდენტის მხრიდან გაუგებარი იქნება და აქაც პერსპექტივას ვერ ვხედავ. მესამე ნაწილი ოპოზიციის არის ნულოვანი პარტიები, რომლებიც რაც უნდა შეკრიბო და დააჯგუფო, ნული 100-ზე რომ გაამრავლო, მაინც ნულია. მე არ ვიცი, პრეზიდენტი ვისთან თანამშრომლობით ფიქრობს შედეგის მიღებას. ეს გაუგებარია, რადგან ოპოზიცია ან არის დისკრედიტებული, ან არასწორი ორიენტირების მქონე, ან წარსული დანაშაულით დატვირთული, ან მუდმივად წაგებით აღბეჭდილი. მე არ მესმის პრეზიდენტის ეს ინიციატივა რა პოლიტიკური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. პოლიტიკურ შედეგს ამ რიტორიკის უკან ვერ ვხედავ, რადგან ვერ ვხედავ იმ სეგმენტს, რომელმაც შესაძლოა პრეზიდენტს რაიმე პლუსი მოუტანოს, ან პირიქით, პრეზიდენტმა შესძინოს რაიმე”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე წარმოუდგენელია მარგველაშვილი ერთიანი კანდიდატი იყოს.

”ოპოზიციაში ერთად რომ დავაჯგუფოთ „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“, ეს შეუძლებელია. ეს სამი ნაწილი, რომელიც ვახსენე, არის შეუთავსებელი. ამ სამი ნაწილიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს პრეზიდენტმა, თუმცა ვერც ერთი ალიანსის პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, გამორიცხავს თუ არა ქვეყნის პირველი პირი რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობას, შემდეგნაირად უპასუხა:

,,ოპოზიციისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორი ვიყო, თუმცა არანაირი კონსულტაციები არ გამართულა.“

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი