უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 იანვარი, 2017 17:20
font-size

არ ვიცოდი ჩემ სახელზე იბერია ტვ-ს წილი ფორმდებოდა - დავით კაკაურიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მოწმე, დავით კაკაურიძე დაიკითხა, რომელზეც 2004 წლის დეკემბერში იბერია ტვ-ის 25%-იანი წილის გადაფორმება მოხდა.

როგორც მოწმემ დაკითხვისას აღნიშნა, 2004 წლის დეკემბერში მას დაუკავშირდა იმჟამინდელი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დიმიტრი ქიტოშვილი და უთხრა, რომ მის სახელზე ,,რაღაც ფირმა’’ უნდა გადაფორმებულიყო. კაკაურიძის თქმით, ქიტოშვილთან 1988 წლიდან მეგობრობა აკავშირებდა და ზედმეტი შეკითხვების გარეშე მივიდა დათქმულ დროს სანოტარო ბიუროში გადაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციაზე ხელის მოსაწერად.

,,ნდობის ფაქტორი მოქმედებდა. არ ვიცოდი, რა ფირმის გადაფორმებას ეხებოდა საქმე. მივედი ნუნუ გინტურის სანოტარო ბიუროში, იქ უკვე გამზადებული იყო დოკუმენტები, რომლებსაც არ გავცნობივარ, ისე მოვაწერე ხელი და წამოვედი’’, -განაცხადა მოწმემ და აქვე აღნიშნა, რომ გადაფორმების პროცესის დროს სანოტარო ბიუროში დიმიტრი ქიტოშვილი არ იმყოფებოდა.

მისივე თქმით, იმის შესახებ, რომ საქმე ტელეკომპანის ,,იბერიის’’ წილს ეხებოდა, მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ შეიტყო, როდესაც მის სამუშაო ადგილზე, სასტუმროში ვარაზში ვინმე ვაჟა მივიდა და თავი გააცნო, როგორც იბერია ტვ-ის ტექნიკურმა დირექტორმა.

,,მისგან გავიგე, რაშიც იყო საქმე. მითხრა, ვიცი, რომ თანხა არ გადაგიხდია და ტელეკომპანია შენ არ გეკუთვნისო და მეც ვუთხარი, რომ გაურკვევლობაში ვიყავი. ორი კვირის შემდეგ სასტუმრო ,,ვარაზში’’, სადაც მარკეტინგის განყოფილებაში ვმუშაობდი, ჩემ სახელზე მოვიდა წერილი ტელეკომპანიასთან დაკავშირებით არსებულ საგადასახადო დავალიანების შესახებ. ამის შემდეგ დავუკავშირდი დიმიტრი ქიტოშვილს და კატეგორიულად მოვთხოვე, რომ მოეშორებინა ეს საქმე ჩემთვის და სხვა ვინმეზე გადაეფორმებინა ეს წილი. რამდენიმე თვეში დამიკავშირდა ქიტოშვილი და სანოტარო ბიუროში ლიცენზიის სხვა პირზე გადასაფორმებლად მისვლა მთხოვა. მივედი, მოვაწერე დოკუმენტაციას ხელი. იქ აღნიშნული არ ყოფილა თუ ვისზე ხდებოდა ჩემ მიერ წილის გადაფორმება’’, - განაცხადა დავით კაკაურიძემ.

როგორც დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ განუცხადა, დავით კაკაურიძემ დაადასტურა, რომ იგი იყო ფიქტიური შემძენი ტელეკომპანია იბერია ტვ-ის ლიცენზიის.

,,მან დაადასტურა სასამართლოს წინაშე, რომ გახვეული იყო კონკრეტულ მაქინაციებში, რომელიც არ იყო მისთვის მისაღები. შესაბამისად, დაუკავშირდა დიმიტრი ქიტოშვილის, რომლის ნდობით აღჭურვილი პირიც იყო კონკრეტულად დავით კაკაურიძე და მოსთხოვა კატეგორიულად, რომ გადაფორმებულიყო სხვა პიროვნებაზე ტელეკომპანია იბერია ტვ-ის კუთვნილი ლიცენზია. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გადაფორმდა სხვა პიროვნებაზე ტელეკომპანია იბერია ტვ-ს კუთვნილი ლიცენზია, დავით კაკაურიძეს აღნიშნულ თემასთან შეხება აღარ ჰქონია’’, - განაცხადა პროკურორმა.

თავის მხრივ, საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, შოთა კახიძემ აღნიშნა, რომ ამ დრომდე სასამართლოს წინაშე დაკითხულ არცერთ მოწმეს თავისი ჩვენებით არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა.

,,არცერთ დაკითხულ მოწმეს ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ არ მიუცია რაიმე მამხილებელი ჩვენება, რაც დასტურია იმისა, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა’’, - განაცხადა კახიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელი მოწმის ჩვენებას, ადვოკატმა ამ პროცესიდან ხაზი გაუსვა იმ მომენტს, რომ დავით კაკაურიძის ინფორმაციით, დიმიტრი ქიტოშვილის და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ერთად ჰქონდათ გახსნილი საადვოკატო ბიურო და ისინი იყვნენ პარტნიორები.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 8 თებერვლის 13:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

21 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზურ

ნათია მეზვრიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის რომელი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული მას შემდეგ გაირკვევა, რაც შსს დასკვნას დეტალურად გაეცნობა

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მნიშვნელოვანია არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებები. მისივე თქმით, თუკი შეფასებები იქნება ა

დადგინდა ის პირი, ვისაც პროკურატურა აფარებდა ხელს - ოთარ კახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, კომისიის საბოლოო დასკვნაში საუბარია კონკრეტული პირების სისხლის სამართლისა და პოლიტიკურ პასუხისმგებ

დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე უწყებათშორისი

ინტერპოლის წევრი ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს

20 სექტემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერპოლის“ ორგანიზებით, თბილისში, ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ შექმნ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტებზე 36 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეწარმე სუბიექტების მიერ სახელმწი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`