პოლიტიკა


არა მგონია, შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარება უკავშირდებოდეს ჩემს ანგარიშს - სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსი
საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა გამორიცხა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში დაბარების მოთხოვნა უკავშირდებოდეს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის დახურულ სხდომაზე სუჯაშვილის მიერ წარდგენილ ანგარიშს.
„არა მგონია, შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარება უკავშირდებოდეს ჩემს ანგარიშს. მე როგორც ვიცი, დაგეგმილი იყო ეს შეხვედრა“, -თქვა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა.
სუჯაშვილის განცხადებით, დაზვერვის სამსახური სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს.
„ვფიქრობ, ძალიან კარგად, გამართულად მუშაობენ უწყებები. ჩვენ არა მარტო უსაფრთხოების სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სხვა სამინისტროებთანაც გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და ხდება ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა“, - განაცხადა სუჯაშვილმა.
გიორგი გახარიას პარლამენტში დაბარება ფრაქცია ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა მოითხოვა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილი ანგარიშის მოსმენის შემდეგ. დეპუტატის განმარტებით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვთ შესაძლებლობა, ან სურვილი, ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები გაანეიტრალოს.
საკვანძო სიტყვები:

48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
23 იანვარი, 2021 , 16:05

გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს -თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია
23 იანვარი, 2021 , 10:50

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის
23 იანვარი, 2021 , 10:50

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
23 იანვარი, 2021 , 10:50
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
22 იანვარი, 2021 , 21:19