უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
არქივი
პოლიტიკა
არაა სწორი და სამართლიანი, პარტიამ არჩევნებში დაბალი პროცენტი აიღოს და გაუორმაგდეს პარლამენტში მანდატების რაოდენობა - გია ვოლსკი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ბონუსების სისტემა სამართლიანი მიდგომა არ არის. ამის შესახებ მან „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„რაც შეეხება კონკრეტულად ბონუსების სისტემას, მე არ მიმაჩნია, სწორი და სამართლიანი იყოს, რომ არჩევნებზე ნებისმიერმა პარტიამ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, „ქართული ოცნება“ თუ სხვა, დაბალი პროცენტი აიღოს და გაუორმაგდეს პარლამენტში მანდატების რაოდენობა. თუმცა, მეორე მხარეს არის ძალიან ბევრი არგუმენტიც. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შერეული სისტემა სამართლებრივადაცა და მორალურადაც გაცილებით გამართულია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მანდატების გადანაწილების თემაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
ვოლსკიმ აღნიშნა, იმისათვის, რომ ზედმეტად მაღალი ბონუსი არ მიენიჭოს რომელიმე ერთ პარტიას, განიხილება ზედა და ქვედა ზღვარის დაწესება.
„თეორიული დაშვებაც კი არ უნდა მოხდეს ასეთი კაზუსის, რომ, ვთქვათ, 20-22% დაემატოს.
100-წლიან გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ეს არ მოხდება ამ შემთხვევაში. ამდენად, არის მოსაზრება, რომ ზედა და ქვედა ლიმიტი დადგინდეს და ბონუსიც ასე განისაზღვროს, რომ უსამართლობის განცდა არ დარჩეს არავის“, - თქვა ვოლსკიმ.
ვოლსკის განცხადებით, ბონუსის სისტემა ხელს უნდა უწყობდეს მთავრობის დაკომპლექტებას.
მისი თქმით, გამარჯვებულ პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მთავრობა ჩამოაყალიბოს, რადგან კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შანსი დაბალია.
„თუ მთავრობას ვერ დააკომპლექტებს უმრავლესობა, წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება. როგორ, უსაშველოდ უნდა ვატაროთ საპარლამენტო არჩევნები, რომ მთავრობა ჩამოყალიბდეს? კოალიციური მთავრობა ძალიან სათუოა, რომ შეიქმნას. ჩვენს ქვეყანას გვინდა ავარიდოთ დესტაბილიზაცია, პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ ვამბობთ, რომ გამარჯვებულ პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მთავრობა ჩამოაყალიბოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ანა მებურიშვილი