უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
არქივი
პოლიტიკა
არაადეკვატური რომ იყო, იმიტომ აღარ არის კულტურის მინისტრის მოადგილე - გია ვოლსკი იური მეჩითოვზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყველაფერი რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს, ჰააგაში დაშვებული შეცდომების გადაფარვისა და გამოსწორების სურვილია და ამ ყველაფერს უპირებენ შეფუთვას მეჩითოვის „არაადეკვატური განცხადებებით“.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი მეჩითოვი არაადეკვატურია, რატომ იყო კულტურის მინისტრის მოადგილე, ვოლსკიმ უპასუხა - „არაადეკვატური რომ იყო, იმიტომ აღარ არის მინისტრის მოადგილე".
„ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებული ცრუპენტელობა მიმართულია იმისკენ, რომ სამხედროებში შეიტანონ არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჩვენს სამხედროებს სადმე, ოდესმე ვინმე ემუქრებოდეს. იგივე თემას ემსახურება სალომე ზურაბიშვილის მიმართ ყოფილი სამხედროს მუქარა, რომ შექმნან ეს დაპირისპირების სურათი, "ქართულ ოცნებას", მის მხარდაჭერილ კანდიდატსა და სამხედროებს შორის. ეს არის არა მარტო სიცრუე, არამედ თავად ჰააგაში დაშვებული გარკვეული შეცდომების გადაფარვისა და გამოსწორების სურვილი და ამ ყველაფერს უპირებენ შეფუთვას მეჩითოვის არაადეკვატური განცხადებებით. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ყველა სამხედრომ უნდა გაუსწოროს თვალი", - განაცხადა ვოლსკიმ.