უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

25 თებერვალი, 2020 15:40
font-size

არაბთა გაერთიანებულმა საამირომ ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა

არაბთა გაერთიანებულმა საამირომ შეწყვიტა ყველა საჰაერო რეისი ირანში და ირანიდან, სადაც ახალი კორონავირუსის ეპიდემიას უკვე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ყველაზე დიდი მსხვერპლია დაავადების ეპიცენტრის, ჩინეთის ფარგლებს გარეთ.

მიმდინარე კვირაში გაიზარდა შიში კორონავირუსის ეპიდემიის პანდემიად ქცევის თაობაზე მას შემდეგ, რაც დაავადებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში. ამჟამად მსოფლიოში ვირუსით დაავადებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი. გარდაიცვალა დაახლოებით 2700, მათი უდიდესი ნაწილი - ჩინეთში.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სამშაბათს ირანის ტელევიზიით გამოსვლაში განაცხადა, რომ გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანი. სულ ირანში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 95 შემთხვევა.

ამასობაში არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა სამმართველომ, სულ მცირე, ერთი კვირით შეწყვიტა ყველა სამგზავრო და სატვირთო რეისი ირანში და ირანიდან, რათა ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას. საამიროებში აღრიცხულია 13 შემთხვევა, მათ შორის უკანასკნელი ორი - ირანელი ტურისტი და მისი ცოლი. არაბეთის გაერთიანებული საამირო ირანის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია სპარსეთის ყურეში. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მსოფლიოშიო უდიდესი საერთაშორისო აეროპორტია, მთავარი სატრანზიტო პუნქტია ირანიდან და ირანის მიმართულებით მგზავრებისთვის.

წყარო: რადიო თავისუფლება

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი