უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ნოემბერი, 2018 13:45
font-size

არაფორმალური განათლების კონფერენციაზე მარიკა დარჩია მოხსენებით წარდგა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია-„არაფორმალური განათლების გამოწვევები“გაიმართა, რომელშიც ეროვნული სასახლის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა სახელოვნებო, სკოლის გარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების, თბილისისა და რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე მოხსენებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია წარსდგა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას, არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,დიდი პატივია დღეს ამ შინაარსის მქონე კონფერენციაზე ყოფნა. ვფიქრობ, რომ სწორედ აქ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არაფორმალური განათლების გზით უდიდესი გამოცდილების მიღება შეიძლება“.

მარიკა დარჩიამ არაფორმალური განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ეროვნული სასახლის წარმომადგენლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ეს ყოველთვის იყო ადგილი, რომელიც ქმნიდა კარგ მოქალაქეს; ადამიანს, რომელმაც იცოდა ფასი იმისა, რაც ფასეულია. მადლობას მოგახსენებთ თქვენი როლისთვის ამ სიკეთეში. თქვენ ადამიანებს ასწავლით უნივერსალურ ენაზე საუბარს, იმ ენაზე სადაც თარგმანი საჭირო არ არის“- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, საქართველო არ არის ფინანსურად მდიდარი ქვეყანა, თუმცა არაფორმალური განათლების განვითარების კუთხით მუშაობას არ წყვეტს და ბიუჯეტში ამ მხრივ, საჭიროებები ყოველთვის გათვალისწინებულია.

მარიკა დარჩიამ არაფორმალური განათლების კონფერენციაზე დამსწრეებს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერა აღუთქვა.

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

10 ივლისი, 2020 , 18:54

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, „ვისოლი“ უნიქარ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0624 ლარი გახდა

10 ივლისი, 2020 , 17:40

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0624 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0624 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრადამ 14 სართულიანი კორპუსი ააშენა

10 ივლისი, 2020 , 16:33

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია გრადამ დიღომში 210 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი „დიდი დიღომი 4“ ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 11,256

ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში, სრულად იზოლირებულები იქნება სხვა აბიტურიენტებისგან და ყოველი გამოცდის წინ ჩაუტარდება ტესტირება - ნუნუ მიცკევიჩი

10 ივლისი, 2020 , 16:15

მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა ზომა მაქსიმალურად არის დაცული, აბიტურიენტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში განთავსდება კარანტ

საქართველოში 2019 წლის განმავლობაში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა- ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

10 ივლისი, 2020 , 15:45

2019 წლის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა პარლამენტარებ

,,ლელო საქართველოსთვის” სოფელ დიცში არ შეუშვეს, პარტიამ შესაძლოა, პროკურატურას მიმართოს

10 ივლისი, 2020 , 15:45

პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს და ის ფაქტი განიხილეს, რომ სამართალდამცველებმა პარტიის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში არ შეუშვეს. გორის ორგანიზაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე