უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ნოემბერი, 2020 14:20
font-size

“ქართული ოცნება” ყველა ხერხით აყალბებს არჩევნებს, რასაც “ლელო” არ დაუშვებს და ყველა სამართლებრივი ფორმით დაიცავს ხალხის ხმებს - „ლელო“

“ლელოს” ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობასა და გაყალბებაზე ისაუბრეს.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, მთელი ოპოზიცია ერთი ჩრდილოვანი მმართველის წინააღმდეგ დგას, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და პერმანენტულ აქციებს გეგმავს.

“არჩევნები ისნის საოლქო კომისიაში კრიმინალურად დასრულდა. გუშინ 8 საათზე ჩანიშნული სხდომის შესახებ გავიგეთ ბოლო წუთებში. მაჟორიტარობის კანდიდატები მივედით, რომ დავსწრებოდით ჩვენი საჩივრების განხილვას, მაგრამ, მიუხედავად სურვილისა, არცერთი ჩვენგანი არ დაგვასწრეს განხილვაზე. სხდომიდან გამოუშვეს ჩვენი დამკვირვებლებიც. არამარტო გამოუშვეს, არამედ საოლქო კომისიის თავმჯდომარის მძღოლი მამუკა ნაცვალაძე ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც იმყოფებოდა შენობაში და ჩვენ ამის ვიდეომტკიცებულება გვაქვს. თუმცა, პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა. ცესკოს ადმინისტრაციამ ისიც კი იკადრა, რომ დროშა ჩამოაგდო, ხოლო პოლიციამ ფეხქვეშ გათელილი ჩვენი სიმბოლო არ აიღო. ჩვენი პოლიცია დაემსგავსა რუსეთის ომონს, მათთვის რუსული დროშაა სიმბოლო და ქართული არა. ამიტომაც მოგმართავთ, ჩვენ ამ საჩივრების განხილვას გავაგრძელებთ სასამართლოებში, თუმცა კლანის მიერ მართული სასამართლოს იმედი ჩვენ არ გვაქვს. მაგრამ ამ ინსტაციასაც ამოვწურავთ, პარალელურად, კონსტიტუციის ფარგლებში ვიდგებით ქუჩებში და მივაღწევთ იმას, რომ შეიცვლება ცენტრალური საოლქო კომისია და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები,”-განაცხადა გალდავამ.

“ის ყველაფერი, რაც დღეს არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ხდება, არის ჩრდილო კორეის პოლიტიკის მსგავსი,”-ამის შესახებ ბრიფინგზე “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

“როდესაც პარტია იძლევა განკარგულებას, როგორ უნდა მოიქცეს ცესკო, ეს არის ჩრდილო კორეის მაგალითი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაქტის, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს განცხადებაში იყო ხაზგასმული, როგორც ძალიან დიდი პრობლემა, რომ პარტიულ სტრუქტურებს შორის ზღვარი წაშლილია. გუშინ ჩვენ მივიღეთ პარტიული დავალების საფუძველზე სასწრაფო უარი ყველა საჩივარზე. გადაგვამისამართეს მართულ, ჩინჩალაძე- მურუსიძის მართულ სასამართლოში. სწორედ ამ სასამართლოს გამო დავტოვე თავის დროზე “ქართული ოცნება”, რომელიც დღეს ხალხის ხმებს იტაცებს, ამ ხმების უკან არიან ადამიანები, რომლებსაც უკეთეს საქართველოში ცხოვრება უნდოდათ და ამის უფლება “ქართულმა ოცნებამ” მათ არ მისცა,”-განაცხადა ლევან კობერიძემ.

საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებული მოვლენები შეაფასა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა
ლევან სამუშიამ და განმარტა, რომ საქართველო დაადგა თურქმენიზაციის გზას, ხოლო ბიძინა ივანიშვილს სურს ჭორვილბაშობა.

“წარმოუდგენელი რამ ხდება საოლქო საარჩევნო კომისიებში. არცერთი ჩვენი საჩივარი არ განუხილავთ ყურით მოთრეული მიზეზის გამო, რომელიც არცერთ კანონში არ ჯდება. საქართველოში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ივანიშვილის ჭორვილბაშობას არ დაუშვებს,”- განაცხადა სამუშიამ.

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:51

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი, - ამი

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი

25 აპრილი, 2024 , 13:21

ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად  არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა, "-  ამის შესახებ საქართველოს მესამე

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი