უკან

ეკონომიკა

15 ნოემბერი, 2016 14:15
font-size

არამხოლოდ ადმინისტრაციული, ზოგადად, მთავრობის ხარჯები არის შესამცირებელი - ზურაბ ჯაფარიძე

,,გირჩის’’ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჯაფარიძემ სამთავრობო ხარჯების მინიმუმ განახევრების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმაში მთავრობას ხელს არავინ უშლის.

,,ვინ უშლიდა ხელისუფლებას, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ არ გადაუდგამთ მას ეს ნაბიჯი, ანუ ხარჯები არ შეუმცირებიათ. არამხოლოდ ადმინისტრაციული, ზოგადად მთავრობის ხარჯები არის შესამცირებელი. ეკონომიკის მოცულობასთან მიმართებაში 32 %-ს ვხარჯავთ და გაცილებით ნაკლებს უნდა ვხარჯავდეთ, ამის ნახევარს მაინც, როგორც მინიმუმ თუ უფრო ნაკლებს არა.

ჩვენ ან გვექნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად ლარი იქნება მეტნაკლებად სტაბილური, ან გვექნება ისეთი ზრდა, როგორიც ახლა გვაქვს და თუ სწორად მახსოვს, ბოლო მონაცემი წინა თვის იყო 1,5% რაც ნიშნავს, რომ ლარი იქნება არასტაბილური’’, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი