უახლესი ამბები
- 16.01.2021 15:40კასპში დაკავებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, იგი რუსეთში გადასვლას ითხოვდა - ვლადიმერ ბორცვაძე
- 16.01.2021 15:40ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ - ირაკლი კობახიძე
- 16.01.2021 15:40ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
არქივი
კომენტარი


არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება - ზაალ უდუმაშვილი
არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება და პარტიების დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერიმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება. შეგახსენებთ, რომ დაფინანსება არა მხოლოდ კეთილი ნების ჟესტია, არამედ ეს ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულებაა. ჩვენ კანონი გვავალდებულებს მივმართოთ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის გარკვეული თანხები. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვინ შედის პარლამეტში ან ზოგადად, პარლამენტში შესვლა- არშესვლაზე. ეს პირდაპირ დაკავშირებულია მიღებული ხმების რაოდენობაზე. შედეგს არ ვაღიარებთ, მაგრამ ეს არის ის თანხა, რომელიც ჩვენ ბიუჯეტიდან გვეკუთვნის და არა პარლამენტში შესვლის გამო. პარლამენტში შევალთ თუ არ შევალთ, ეს თანხა მაინც გვეკუთვნის. კობახიძე რომ ამბობს, დაფინანსებას შევუწყვეთ პარტიებსო, კი ბატონო. მათთან არის ბურთი და მოედანი. თუ აწყობთ, მიიღონ ასეთი კანონი, უბრალოდ, ეს კიდევ უფრო ჩიხურ სიტუაციაში შეიყვანს იმ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:54

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ეკა ბესელია
15 იანვარი, 2021 , 15:45

დამაზიანებელია იმის თქმა, რომ რურუა ოპოზიციის შეცდომის გამოა ციხეში –სალომე სამადაშვილი
15 იანვარი, 2021 , 14:10

ნატო ჩხეიძე: ცდილობს თხუნელასავით მიწაში ჩაძვრეს და ისე მართოს ეს ქვეყანა ორი-სამი ადამიანის კავშირებით
13 იანვარი, 2021 , 18:38

ივანიშვილი არის ქართველი ერისთვის ბოროტი ძიძა - გიგი უგულავა
13 იანვარი, 2021 , 16:25