უახლესი ამბები
- 23.01.2021 17:35ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
- 23.01.2021 17:35გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
- 23.01.2021 17:35მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს
- 23.01.2021 17:10ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
- 23.01.2021 17:10რატომ შეუზღუდეს გიგი უგულავას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება - შსს განცხადებას ავრცელებს
- 23.01.2021 17:10ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს
- 23.01.2021 16:05სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
- 23.01.2021 16:0548%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
- 23.01.2021 16:05„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
- 23.01.2021 15:00„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
არქივი
საზოგადოება


არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო გამკაცრება შემდგომი ღონისძიებების, რა თქმა უნდა, მთავრობა ამ ღონისძიებებს გაამკაცრებს - გიორგი გახარია
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, პირველ რიგში, პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე. ეს ფაქტი, რომელიც მოხდა, არის უკიდურესად საგანგაშო, ეს არის ის ზარი, რომელიც თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მწუხარება გამოთქვა, და მიუსამძიმრა, პირველ რიგში, ოჯახს და ახლობლებს. ასევე, მან მიუსამძიმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა ექიმებს და ხაზი გაუსვა, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად.
„მინდა ისინი გავამხნევო იმიტომ, რომ ჩვენ წინ კიდევ უახლოესი კვირეების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად სახელმწიფო, მთავრობა, სამოქალაქო სექტორი, ჩვენი მოქალაქეები, საზოგადოება, ყველანი უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ გავუძლოთ მსგავს დარტყმებს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი კეთილი მიზნები, ან რაღაც სხვა სახის გამოწვევები, რომლითან ჩვენ შეიძლება გავამართლოთ კომპრომისები აქ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან ერთად გვესმის, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე. ეს არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ეს არის ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა. სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ ორ ფრონტზე გამარჯვებისთვის იპოვოს სწორი ბალანსი, რასაც ჩვენ, თქვენთან ერთად, ყველასთან ერთად, ჩვენს მედიკოსებთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო გამკაცრება შემდგომი ღონისძიებების, რა თქმა უნდა, მთავრობა ამ ღონისძიებებს გაამკაცრებს.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვყავს 157 ინფიცირებული, 9 ახალი ინფიცირებული, 1 აჭარაში და გვყავს სამწუხაროდ, 1 გარდაცვლილი. ეს გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან ქალბატონი, მოხუცებული ქალბატონი, 79 წლის, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ჩვენმა ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის, ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევამ, ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს, სიმკაცრე ნაბიჯების, ეს არ არის ვიღაცის სურვილი. ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00
ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა - „ლელო საქართველოსთვის“
23 იანვარი, 2021 , 14:49

„ეს არის მონობის დაანონსება“ - შეზღუდვების ფორმალურად შემსუბუქებას სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოებსათან ერთად პოლიტიკოსებიც გააპროტესტებენ
23 იანვარი, 2021 , 14:43

“გაწითლებული ხარო” - გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ
23 იანვარი, 2021 , 13:00