უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 აპრილი, 2018 15:45
font-size

არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს - კახა კალაძე

არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რაიმე თანხების მატებაზე საუბარი შეუძლებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ და აღნიშნულით გამოეხმაურა 3 მაისს, თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების შესაძლო გაფიცვას.

კალაძის თქმით, მეტრო იმუშავებს და მისი პარალიზება არ მოხდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოიმოქმედებს საამისოდ მერია.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მეტროს თანამშრომლების ნაწილის მიერ გაფიცვის მოწყობა მათი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა აცხადებს, რომ არიან ადამიანები, რომელთა ხელფასი მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასთან შედარებით გაცილებით ნაკლები - 400, 700, 800 ლარია, მაშინ როდესაც მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ხელფასები დაახლოებით 1 300-1400 ლარს შეადგენს.

„არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს გაჩერება არ მოხდეს. გაფიცვა მათი კონსტიტუციური უფლებაა. უბრალოდ ადამიანურად ასეთი მიდგომები გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთაც არანაკლები პასუხისმგებლობა აქვთ და იმ ადამიანებს აქვთ გაცილებით ნაკლები ხელფასი. თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც უკეთესი ეკონომიკური ზრდა და უფრო მეტი შესაძლებლობები იქნება, რა თქმა უნდა, ხელფასის მომატება იქნება ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კახი კალაძემ.

ცნობისათვის, 3 მაისს შესაძლოა, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მეტროპოლიტენის ალტერნატიული პროფკავშირების „ერთობა 2013“-ის წევრებმა განცხადეს, ისინი გაიფიცებიან, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და მეტროს მემანქანის საათობრივი ანაზღაურება 7-დან 10 ლარამდე არ გაიზარდება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი