უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 იანვარი, 2017 13:55
font-size

არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიმსჯელო იმაზე, რომ ჩემი კოლეგები არღვევენ კანონს - გრიგოლ გოგელია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ გოგელიას განცხადებით, კონკურსის პირველ ტურში კანდიდატების შერჩევა მათ მიერ წარდგენილი ბიოგრაფიითა და სამოტივაციო წერილის მიხედვით მოხდა.

როგორც გოგელიამ კონკურსის პირველი ტურის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მეორე ტურია, რომელშიც სამეურვეო საბჭოს წევრები კანდიდატებს სხვადასხვა კითხვებს დაუსვამენ და შესაბამის პასუხებს მოისმენენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ და მივიღოთ საფუძვლიანი გადაწყვეტილება - ეს გახლავთ გასაუბრება, ინტერვიუ, რომელშიც სხვადასხვა კითხვას დავუსვამთ მართვასთან, ხედვებთან, მართვის ხედვებთან დაკავშირებით, თუ ასე შემდეგ. ჩვენ რაც გვაინტერესებს, ეს არის უპირველეს ყოვლისა, რომ რამდენად შეესაბამება კანდიდატების გამოცდილება, მათი ხედვები, თუ მათი უნარები დასაკავებელ თანამდებობას“,-აღნიშნა გოგელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ობიექტურად მიმდინარეობს კონკურსი და არის თუ არა იგი თავისუფალი გარე გავლენებისგან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას არავითარი საფუძველი არ აქვს იფიქროს, რომ მისი კოლეგები კანონს არღვევენ.

„არ ვიცი ობიექტური პროცესია თუ არა. უყურებთ თქვენ თვითონ რომ არის გამჭვირვალე. თქვენ მეკითხებით კანონს ვარღვევთ თუ არა? კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ზეწოლისგან თავისუფალი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მათ შორის გენერალური დირექტორის არჩევის დროს და მე არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიმსჯელო იმაზე, რომ ჩემი კოლეგები, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ, არიან პიროვნებები და აქვთ თავიანთი ბიოგრაფია, არღვევენ კანონს“,-აღნიშნა გოგელიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.

თავდაპირველად კი, თანამდებობის დაკავების სურვილი 14-მა ადამიანმა გამოთქვა.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსადმი საგანგებო მიმართვა

1 აპრილი, 2020 , 22:12

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, - ამის შესახებ უწმიდესისა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

1 აპრილი, 2020 , 21:08

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამია

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი - სახალხო დამცველი

1 აპრილი, 2020 , 21:00

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე, იუსტ

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 აპრილი, 2020 , 18:17

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშ

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან

1 აპრილი, 2020 , 17:50

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

1 აპრილი, 2020 , 16:00

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან. საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით ს