უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მაისი, 2018 11:25
font-size

არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდეს - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა პროკურატურაში დაიბარეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, დღეს 19:00 საათზე ის პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა სურს, შეხვედრა საზოგადოებისთვის ღია იყოს.

„19:00 საათიდან 20:00 საათამდე ვარ დაბარებული პროკურატურაში. არანაირი სურვილი არ გამაჩნია, რომ დახურულ კარს მიღმა ჩატარდეს შეხვედრა, რადგან არავისთან არაფერი მაქვს დასამალი. საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს, რა საუბარი შედგება ჩვენ შორის. აქედან გამომდინარე, ღია შეხვედრის მომხრე ვარ, თუ თავადაც იქნებიან თანახმა. მე დასამალი არაფერი არ მაქვს და თუ თავადაც არაფერი არ აქვთ დასამალი, იმედია, გადადგამენ იმ ნაბიჯს, რომ ღია სივრცეში შედგეს ჩვენი შეხვედრა“, - უთხრა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს.

2 დღის წინ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მას უთვალთვალებენ, ხოლო პროკურატურა მის დისკრედიტაციას ცდილობს.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მომდევნო დღეს საავადმყოფოში დაიღუპა.

„ნაციონალებმა“ ივანიშვილს 1 მილიარდ დოლარამდე გადასახადები არ გადაახდევინეს - რას იხსენებს ზურაბ ადეიშვილი

19 აგვისტო, 2019 , 16:50

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილს 1 მილიარდ დოლარამდე ოდენობის გადასახადები არ გადაახდევინა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან

როგორ აჭერინებდა ივანიშვილი „ნაციონალებს“ არასასურველ ადამიანებს - ადეიშვილის სკანდალური აღიარება

19 აგვისტო, 2019 , 16:43

ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილმა, საზღვარგარეთ გაქცეულმა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ყოფილ გენდირექტორ ნიკა გვარამიას ვრცელი ინტერვიუ მისცა და წინა ხელისუფლებ

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ფრინველის რიცხოვნობა შემცირდა

19 აგვისტო, 2019 , 15:01

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, ღორისა და ფრინველის რიცხოვნობა შემცირდა. კერძოდ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პე

მეორე კვარტალში უმუშევრობა 0.7 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

19 აგვისტო, 2019 , 14:40

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა. უწყების მონაცემებითვე, 2019 წლის მე

“განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული`- “კურიერი“ პრეზიდენტს მის სახლთან გაესაუბრა

19 აგვისტო, 2019 , 14:18

სალომე ზურაბიშვილი ლოპოტადან თბილისში დაბრუნდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებისა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შე

სერტიფიკატის გარეშე საექიმო საქმიანობა, დეზინფექცია და სტერილიზაცია - დარღვევები სამედიცინო დაწესებულებებში

19 აგვისტო, 2019 , 13:19

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსურ მონიტორინგს აგრძელებს. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარე კომპლექსური მონიტორინგის პი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს