უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 თებერვალი, 2018 12:30
font-size

არაქმედითი დოკუმენტის მიღება რეალურ ცვლილებებს ვერ მოიტანს - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი, გამოეხმაურა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის გაჭიანურებას, რომელიც ინიცირებული იყო 2017 წლის 1 ივნისს და პირველი მოსმენითაა მიღებული.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ორშაბათს იყო დანიშნული მეორე მოსმენა, თუმცა ის ჩაიშალა მთავრობის მიერ კანონპროექტის ძირითად დებულებებზე შეუჯერებლობის გამო. სახალხო დამცველის ვარაუდით, კანონპროექტის მიღების გაჭიანურება იმითაა განპირობებული, რომ მთავრობასა და პარლამენტს ბოლომდე არ აქვს გააზრებული მისი საჭიროება და მნიშვნელობა. ომბუდსმენი შიშობს, რომ შესაძლოა, დოკუმენტში არსებული ხარვეზები არ გამოსწორდეს, არამედ მოხდეს ტექსტის შინაარსის გაუარესება.

ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობასა და პარლამენტს, კანონპროექტის განხილვისას არ წავიდნენ კომპრომისზე დასაქმებულთა უფლებების ხარჯზე.

„ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ შრომის უსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლების საკითხია. ყველა დასაქმებულს აქვს უფლება, იმუშაოს უსაფრთხო სამუშაო გარემოში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იქნება. დამსაქმებლებს ამ კუთხით ვალდებულებები დღესაც აქვთ. კანონპროექტის ძირითადი მიზანი მათი შესრულების უზრუნველყოფაა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, შრომის უსაფრთხოება ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილონ და არ წავიდნენ კომპრომისებზე დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებების ხარჯზე. ინიცირებული ვერსიით:

1. კანონის მოქმედება გავრცელდება მხოლოდ მძიმე და მავნეპირობებიან სამუშაოებზე, რომლებიც ასევე შეიცავს მომეტებულ საფრთხეს. ერთდროულად ამ ორი კრიტერიუმის შემოტანა უკიდურესად ავიწროებს კანონის მოქმედების ფარგლებს მაშინ, როდესაც ყველა დასაქმებულს აქვს უფლება უსაფრთხო შრომაზე და ყველა მათგანისთვის უნდა მოხდეს აღნიშნულის გარანტირება. წარმოდგენილი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს არ ადგენს, არამედ უზრუნველყოფს უკვე მოქმედი სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელებას იძულების მექანიზმის შემოღებით, რისი გათვალისწინებითაც მისი მოქმედების არეალის დავიწროება სრულიად მიუღებელია;

2. სანქციები უკიდურესად დაბალია და ვერ უზრუნველყოფს კანონის მიზნების მიღწევას. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების თითოეული პირობის დარღვევა პირველ ჯერზე იწვევს გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 50 ლარის ოდენობის ჯარიმას, რაც სრულიად არასაკმარისია. გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ვალდებულების დარღვევა საერთოდ არ იწვევს პასუხისმგებლობას;

3. ზედამხედველ ორგანოს წარმოადგენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი სამსახური. სამწუხაროდ, კანონი არ ქმნის დამოუკიდებელ, მოქნილ, ძლიერი მანდატის მქონე ინსტიტუციას, რაც სერიოზული გამოწვევაა. პროექტი ასევე არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საკადრო რესურსებით გაძლიერებას, რაც უკიდურესად ამცირებს კანონის ეფექტიანი აღსრულების შესაძლებლობას;

4. ზედამხედველ ორგანოს მოსამართლის ბრძანების გარეშე მხოლოდ შერჩევითი კონტროლით და ისიც კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ შეუძლია მეწარმის შემოწმება, რაც სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს და არ უზრუნველყოფს კანონის ეფექტიან აღსრულებას. მოსამართლე ბრძანებას გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველი ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით მეწარმის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ. ბუნებრივია, შემოწმების განხორციელების გარეშე ზედამხედველ ორგანოს უკიდურესად გაუჭირდება ასეთი საფუძვლის შექმნა. მოსამართლე ვალდებულია მეწარმეს წინასწარ გაუგზავნოს შეტყობინება და საქმის მასალები, რის შემდეგაც ის საკუთარ მოსაზრებებს წარადგენს წერილობით. თუ აღნიშნული პროცედურის შედეგად მაინც გამოიცა მოსამართლის ბრძანება, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს მეწარმე მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს მოსამართლის ბრძანება. თუ მეწარმე არ დაუშვებს ზედამხედველ ორგანოს შესამოწმებლად, პირველ ჯერზე გათვალისწინებულია გაფრთხილება, მეორე ჯერზე კი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ხელშეშლის მომდევნო შემთხვევებზე კანონპროექტში საერთოდ არ არის საუბარი, მოსამართლის ბრძანება კი მოქმედებს მხოლოდ 15 დღე. თუ ზედამხედველობის ორგანომ მაინც მოახერხა მეწარმის შემოწმება და დარღვევის აღმოჩენა, იმის გადასამოწმებლად, აღმოფხვრილია თუ არა დარღვევა, კვლავ სასამართლოსთვის მიმართვა მოუწევს. საკითხის ამგვარად წარმოდგენა კანონპროექტში ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.

გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევებისა, კანონპროექტს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზებიც აქვს, რის გამოც რთულია შრომის უსაფრთხოების სფეროში ამჟამად არსებული საგანგაშო ვითარების შეცვლის მოლოდინის ქონა. რასაკვირველია, კანონის მიღება არსებული სიტუაციის რადიკალურად შეცვლასა და სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, და არა არაქმედითი დოკუმენტის მიღებას, რომელიც რეალურ ცვლილებას ვერ მოიტანს“, - წერია განცხადებაში.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი