უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 აგვისტო, 2019 14:45
font-size

არასაკმარისია სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ქალსა და კაცს შორის სახელფასო სხვაობის შესახებ დისკუსიის დაწყებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და მიესალმება ქალთა მოძრაობის მიერ დაწყებულ კამპანიას. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საქართველოში, ჯერ კიდევ არ არსებობს მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა განისაზღვროს თანაბარი ღირებულების შრომა.

„საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის ზრდის მათ მოწყვლადობას დისკრიმინაციის და ოჯახში ძალადობისადმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობა საკმაოდ მაღალია და 36%-ს შეადგენს. ამასთან, 2018 წლის „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ თანახმად, თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების ნიშნით, საქართველომ 149 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 69-ზე გადაინაცვლა. სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, კაცის სავარაუდო წლიური შემოსავალი ორჯერ აღემატება ქალისას. მაშინ, როდესაც, აუნაზღაურებელ საოჯახო საქმეში მონაწილეობის თვალსაზრისით, ქალთა წვლილი კაცებთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო დიდია (ქალი-33.3, კაცი-14.7).

სქესთა შორის განსხვავებული ანაზღაურება უარყოფითად აისახება ქალთა თანასწორუფლებიანობის ზოგად მდგომარეობაზე და ცალკეული ძირითადი უფლებების დისკრიმინაციულად შეზღუდვის საფუძველს ქმნის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კვლავ არსებობს სტერეოტიპები, რომელიც ქალს სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობისას გენდერულ ბარიერებს განუსაზღვრავს, ფინანსური შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების არსებობამ შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, ქალების გარკვეული ჯგუფის სოციალური მარგინალიზაცია გამოიწვიოს.

ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ოჯახში ძალადობასთან, ვინაიდან ოჯახში ძალადობის თავის დაღწევის ერთ-ერთ დაბრკოლებას, სწორედ მოძალადეზე ან მის ოჯახზე ფინანსური დამოკიდებულება წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა განისაზღვროს თანაბარი ღირებულების შრომა. რაც შემდგომში, სახელფასო სხვაობის ზუსტი მონაცემის დადგენას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას აბრკოლებს. ამასთან, არასაკმარისია სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით“,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სამთავრობო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის პრობლემის განხილვაში და დაიგეგმოს ეფექტური ღონისძიებები არსებული დისბალანსის შემცირების და ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისათვის.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი