უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 თებერვალი, 2025 11:55
font-size

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გამარტივების მიზნით, მოსახლეობისთვის სპეციალური ვებგვერდი – www.tgservice.ge შეიქმნა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი მომსახურების მიღება მიზერულ ფასად იქნება შესაძლებელი – ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური 9 ლარი იქნება.

„ძალიან კარგი სიახლის შესახებ მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია – „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს ახალი მომსახურება მიზერულ ფასად, რაც ნარჩენების მართვის კუთხით დედაქალაქში არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ გჭირდებათ სამშენებლო-სარემონტო ნარჩენების, ძველი ავეჯის, ნივთების, ასევე, მწვანე ნარჩენის გატანა, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ახალი სერვისით. ამისთვის საჭიროა, დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე – www.tgservice.ge და შეავსოთ მონაცემები. არასაყოფაცხოვრებო ნარჩენს განათავსებთ კორპუსის ეზოს „წითელ ხაზებში“ ან თბილისური ეზოს შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე და „თბილსერვის ჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას. ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური მხოლოდ 9 ლარია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სერვისი არ არის მოგებაზე ორიენტირებული კომერციული პროექტი.

„მომსახურება მიზნად ისახავს, მოსახლეობას გავუმარტივოთ კონკრეტული სახის ნარჩენების გატანა. თბილისში კონკრეტულ ადგილებში შეიძლება, შეგხვდეთ ნაგვის ურნებთან დალაგებული ავეჯი, საბურავები, რაც დიდ პრობლემას ქმნის. ამიტომ, გთავაზობთ ამ სერვისს, რაც უფრო კომფორტულია. ერთად გავუფრთხილდეთ, ერთად მოვუაროთ ჩვენს ქალაქს. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც, „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებით – 032 2 61 90 50.

კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალი მარშრუტი დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას

7 ნოემბერი, 2025 , 20:22

8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალი მარშრუტი დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მ

საქართველოს ბანკის მობილბანკში თბილისი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია

7 ნოემბერი, 2025 , 16:16

საქართველოს ბანკი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი, სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკს კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა — ახლა უკვე თბილისის მოლის ციფრული სასაჩუქრე ბა

გაიცანით ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი გორიდან- პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

7 ნოემბერი, 2025 , 14:28

პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, სწავლის სურვილს აღვიძებენ, სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან. ამ გზაზე მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა საკუთარი საქმის გულწრფელი სიყვარულია. სწორედ ამ მონდომების აღიარე

აღმოაჩინეთ ბიზნეს 360° — საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის შესაძლებლობებს ქმნის

7 ნოემბერი, 2025 , 11:42

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ბაზრის ცვლილებებთან ადაპტაციისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის, რესურსებსა და ინფორმაციაზე წვდომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ საჭიროებებზე საპასუხოდ პლატფორმა ბიზნ

eCommerce Day Georgia 2025-ზე ანა შაქარიშვილმა საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა

6 ნოემბერი, 2025 , 19:10

31 ოქტომბერს იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის  ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიოსა და საქ

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 30 ნოემბრამე გრძელდება

6 ნოემბერი, 2025 , 15:36

თუ ხარ VII-XI კლასის მოსწავლე, 30 ნოემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე, გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე. - STEM ოლიმპიადაში მონა