უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 ნოემბერი, 2019 16:15
font-size

არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა. მათივე განცხადების მიხედვით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულვებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

„სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტიდან ამ დროისთვის მხოლოდ 12 პირის საქმე განიხილა. მათგან 10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთ დემონსტრანტს ჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი დემონსტრანტების საქმეები მოსამართლეს დღეს უნდა განეხილა, თუმცა დილით ცნობილი გახდა, რომ პროცესები გადაიდო.

დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე უგულვებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს. კერძოდ:

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი ათეულობით მოსამართლეა და ამგვარ საქმეთა განხილვა შემჭიდროვებულ ვადებს მოითხოვს, 37 საქმის განხილვა ერთ მოსამართლეს ვალერიანე ფილიშვილს დაევალა, ამან კი, სხვა გარემოებებთან ერთად, საქმეების არაგონივრული გაჭიანურება და დაკავებულთა უფლებების უხეში დარღვევა გამოიწვია;

სამართალდამცავებმა პრობლემური საფუძვლებით მიიღეს დემონსტრანტების დაკავების გადაწყვეტილება. ამავდროულად, პროცესების დაგვიანების გამო, დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების ვადები და დაკავებული პირების ნაწილი 19 ნოემბერს უკვე უკანონოდ იმყოფებოდნენ თავისუფლებაშეზღუდულები. საბოლოოდ, 20 ნოემბერს, გვიან ღამით, მოსამართლე იძულებული გახდა დაკავებულები გაეთავისუფლებინა და საქმეთა განხილვა მეორე დღისთვის გადაედო.

საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე ცალმხრივად ზღუდავდა დემონსტრანტების ადვოკატების შესაძლებლობებს სრულფასოვნად მოეხდინათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვა;

ადვოკატებს არაგონივრულად მცირე დრო ეძლეოდათ საქმის გასაცნობად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად; ზოგიერთ შემთხვევაში, ადვოკატებს მხოლოდ ორი წუთი გამოეყოთ პოზიციების წარმოსადგენად; პრაქტიკულად ვერც ერთ შემთხვევაში პოლიციამ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები; საქმეებში ძირითადად დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმები იყო წარდგენილი და იშვიათ შემთხვევაში, მედიის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა, თუმცა ამ მასალაშიც პოლიციელები ვერ ახერხებდნენ დაკავებული პირების ამოცნობას და კონკრეტულად იმის მითითებას, თუ რა ქმედების გამო მიიჩნეოდნენ ისინი სამართალდამრღვევებად; ერთ საქმეში პოლიციელმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ მის მიერ წარდგენილი ვიდეო მტკიცებულება თავადაც არ ჰქონდა ნანახი; აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავებაში მონაწილე არც ერთმა პოლიციელმა სასამართლოში არ წარადგინა სამხრე კამერების ჩანაწერები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ჩანაწერი ჰქონდათ და პოლიციელთა აბსოლუტურ უმრავლესობას უჭირდა დაკავების მომენტის აღწერა; მოსამართლე წყვეტდა საქმეს და გაურკვეველი მიზეზის გამო გადიოდა ოთახიდან, როგორც ჩანს ინსტრუქციის მისაღებად; გაუგებარი იყო მოსამართლის მიერ გამოყენებული სანქციების შერჩევის პრინციპი, პატიმრობების გამოყენება მოხდა 3-დან 13 დღის შუალედში, თუმცა რა ლოგიკით მოხდა კონკრეტული დღეების რაოდენობის განსაზღვრა ამ დრომდე გაუგებარია. განსაკუთრებით მკაცრი იყო სასჯელები აქციის ორგანიზატორების მიმართ.

საქმეში მტკიცებულებების პრაქტიკულად არ არსებობის ფონზე, სასამართლომ 20 ნოემბერს 12-ვე დემონსტრანტი გაამტყუნა და 10 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა: გიგა მაქარაშვილი – პატიმრობა 12 დღე. ბექა ბასილაია – პატიმრობა 13 დღე. ელგუჯა ბაგრატიონი – პატიმრობა 12 დღე. ზუკა ბერძენიშვილი – პატიმრობა 7 დღე. ირაკლი კაჭარავა – პატიმრობა 4 დღე; დავით მჟავანაძე – პატიმრობა 4 დღე. ირაკლი ნადირაძე – პატიმრობა 13 დღე. დიმიტრი ბიძინაშვილი – პატიმრობა 3 დღე. გიორგი ბუნტური – პატიმრობა 5 დღე. ლუკა ჭიჭინაძე – პატიმრობა 5 დღე. პაატა სოსანაშვილი – სიტყვიერი შენიშვნა. გურამ მჭედლიშვილი – ჯარიმა 1000 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო პროცესი მიკერძოებული და პოლიტიზირებული იყო. იმ ფონზე, როცა სასამართლო იშვიათად იყენებს ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობას, აქტივისტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად მიუთითებს პროტესტის დასუსტების შესაძლო მიზანზე, რასაც მომავალში უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ამავდროულად, ბუნდოვანია გამოყენებული სასჯელების განსაზღვრის ლოგიკა. ტენდენციამ აჩვენა, რომ აქციის უშუალო ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ ორშაბათს, 25 ნოემბრის აქციაში იქნებოდნენ ჩართულები, უფრო მკაცრი სასჯელები იქნა გამოყენებული. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დღეს სასამართლო სისტემაში უმძიმესი მდგომარეობაა და რიგ შემთხვევებში იგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.

მოვუწოდებთ, მმართველ პარტიას და მათ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს აქტივისტების და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და უარი თქვას სახელმწიფო ინსტიტუტების ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საზოგადოება და ბანკები, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ცენტრი „ემპათია“, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი, მწვანე ალტერნატივა, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).

სახელმწიფო ინსპექტორმა პერსონალური მონაცემების გამავრცელებელი ბავშვის ინტერესების დამრღვევი ადვოკატი სამართალდამრღვევად ცნო - „ახალგაზრდა ადვოკატები“

9 ივლისი, 2020 , 17:20

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრუწლოვანის და მისი ოჯახის შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამავრცელებელი ადვოკატი ლ. კ. სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით - 500 ლარით დააჯარიმა. აღნიშ

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც ცალკე წარმოებად გამოიყო - პროკურატურა

9 ივლისი, 2020 , 16:30

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად,

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9 ივლისი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქ

გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

9 ივლისი, 2020 , 11:55

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიები

მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული მუხრანში დააკავეს

9 ივლისი, 2020 , 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვი

თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

9 ივლისი, 2020 , 10:30

თელავის საკრებულოს წევრი, რომელსაც ოჯახში ძალადობას ედავებიან, დაკავებულია. მიხეილ გრემელაშვილის საცხოვრებელი სახლიდან "კალაშნიკოვის" სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე ოჯახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე