უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 მაისი, 2018 12:05
font-size

არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის გატაცებიდან ერთი წელის თავზე განცხადებას ავრცელებენ

კონსტიტუციის 42-ე მუხლი და ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცებიდან ერთი წელის თავზე განცხადებას ავრცელებენ.

,,თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის, სავარაუდო გატაცებიდან 2018 წლის 29 მაისს ერთი წელი შესრულდა.

სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე. დღემდე აფგან მუხთარლისა და მის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის საქმეში; არ მომხდარა ეფექტური გამოძიება ლეილა მუსტაფაევასა და აფგან მუხთარლის მეგობრის, დაშგინ აღალარლის, მიმართ თბილისში სავარაუდო თვალთვალის ფაქტებზე. ლეილა მუსტაფაევამ გამოძიებას სავარაუდო მოთვალთვალეთა ფოტოებიც წარუდგინა, თუმცა, პირთა იდენტიფიცირების ან გატარებული სხვა ღონისძიებების შესახებ დაინტერესებული პირებისათვის უცნობია.

საქართველოში მოქმედი 35 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია არ შექმნილა, რომელიც შეისწავლის მუხთარლის სავარაუდო გატაცებისა და საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტს.

აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება და მისი წარმოშობის ქვეყანაში გადაყვანა არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. საქართველო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეა, ვალდებულია უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, მათ შორის, აზერბაიჯანის მოქალაქეთა, უსაფრთხოება საქართველოში და არ დაუშვას მათი იძულებითი გადაცემა წარმოშობის ქვეყანაში, სადაც ისინი შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარონ.

მომხდარის არაეფექტური გამოძიება, ერთის მხრივ, საფრთხეს უქმნის საქართველოს იმიჯს, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის მხრივ. ხოლო, მეორეს მხრივ, ეს კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს გამოძიებაზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის შესახებ. ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო დონეზე. როგორც ეს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, „ევროპარლამენტი გმობს აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და ეფექტურად გამოიძიოს მუხთარლის ძალადობრივი გაუჩინარება“.

აფგან მუხთარლის საქმე “Human Rights Watch”-ის 2017 წლის მსოფლიო ანგარიშშიც (გვ. 245) მოხვდა. იმ ნაწილში, სადაც ანგარიში სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს, აფგანის გაუჩინარების და შემდგომ ბაქოში დაკავების ფაქტია მოყვანილი: „(საქართველოს) ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწრაფი გამოძიება ჩაატარეს და მომხდარში უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა უარყვეს. მოგვიანებით, გაზრდილი საერთაშორისო და შიდა კრიტიკის გამო, მათ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერეს კონტრადაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს" - აღნიშნულია ანგარიშში.

ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ დემოკრატიის შესახებ გავრცელებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. დასკვნის ძირითად მიგნებებში ერთ-ერთი პირველი მოხვდა აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტი, ავტორიტარული რეჟიმის საზღვრებს მიღმა წვდომა "დემოკრატიისთვის ყველაზე საგანგაშო საფრთხედ" არის მოხსენიებული: „დევნილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისიდან ადამიანებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართულად ლაპარაკობდნენ, შემდეგ ის გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ეს აჩენს შეშფოთების საფუძველს, რომ გატაცებაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“ - ნათქვამია ანგარიშში.

აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან ერთი წლის თავზე, აუცილებელია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ:

საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მათ შორის:

რა გარემოებები აფერხებს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას;

რატომ ვერ მოხდა მთელი რიგი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება, რომელსაც აფგან მუხთარლის გადაადგილება შეიძლება აესახა თბილისიდან ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე;

რატომ არ აქვთ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აფგან მუხთარლისა და მის მეუღლეს.

იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მნიშვნელოვანი ხარვეზებით დაიწყო და წარიმართა, აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც სრულყოფილად შეისწავლის და გაანალიზებს აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტს, ისევე როგორც გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)

საფარი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

მედიის ინსტიტუტი

საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი