უახლესი ამბები
- 25.02.2021 21:54კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა -სალომე ზურაბიშვილი
- 25.02.2021 21:21ნატო ჩხეიძე: პროფესიონალიზმის მისხალიც აღარ შერჩათ ამდენ ცამპა-ცუმპაში
- 25.02.2021 20:23პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა - მამუკა მდინარაძე
არქივი
პოლიტიკა


არასამთავრობო ორგანიზაციები ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
როგორც ჟურნალისტებს გენერალურ აუდიტორთან, ლაშა თორდიასთან შეხვედრის შემდეგ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელმა, სოფიო ვერძეულმა განუცხადა, ცხადია ის, რომ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას.
მისი თქმით, ეს არის მოტივაცია, რის გამოც პარლამენტი უნდა ჩაერთოს ამ საქმეში და საგამოძიებო კომისია ჩამოაყალიბოს.
ამასთან, როგორც ვერძეული ამბობს, კითხვებია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
,,გამოძიების მუხლის კვალიფიკაცია არის სრულიად აცდენილი ფაქტობრივ მოცემულობასთან. გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის მუხლით, რაც არ არის რელევანტური. საქმე გვაქვს კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელზე თავდასხმასთან და ეს არ არის რიგითი ძალადობის შემთხვევა", - განაცხადა ვერძეულმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ.
ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:

ნატო ჩხეიძე: პროფესიონალიზმის მისხალიც აღარ შერჩათ ამდენ ცამპა-ცუმპაში
25 თებერვალი, 2021 , 21:21

ოთხი დეპუტატისგან შემდგარი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება
25 თებერვალი, 2021 , 16:30

არის მხარდაჭრა და მოლოდინი, ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამ მოვახერხოთ ერთმანეთთან საუბარი - კახა კალაძე
25 თებერვალი, 2021 , 16:30

უწყვეტი აქციები იქნება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას - ნინო ბურჯანაძე
25 თებერვალი, 2021 , 16:30
პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის საფრთხეს ქმნის - ევროკავშირის საგარეო სამსახური
25 თებერვალი, 2021 , 15:00

ოპოზიციის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლიდან – გიორგი ვოლსკი
25 თებერვალი, 2021 , 15:00